ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
31 ოქტომბერი, 2018


ნიტა

                                                        შვიდი წლის წინ
- მამა რა ხდება,  სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა, გარეთ რატო დგას?
- დედა ცოტა შეუძლოდ გახდა....
- დედააა!
- მოიცადე ნუ ყვირი, ეხლა ჩაეძინა.
- მამა დედას რა სჭირას? ეს ბოლო დროა, უკვე ხშირად ხდება ცუდად.
- დედა უკვე კარგადაა, საშიში არაფერია.
- ეს რა არის, დანიშნულება? წავალ მე ვიყიდი წამლებს.
- არ გინდა, მე ისედაც უკვე ვაპირებდი გასვლას. შენ დედასთან დარჩი და მეც მალე დავბრუნდები.
    საფრანგეთში იმ შობას პირველად მოთოვა, ძალიან დიდი ზეიმი იყო. უხაროდა ყველას დიდს თუ პატარას. განათებული პარიზი კიდევ უფრო გაფერადდა დაემატა ერთი ძალიან ლამაზი ფერი. ფანტელი რომელიც მარიეტად მხარს დაეცა, ყველაზე განსაკუთრებული იყო. სწორედ იმ წუთებში, შემიყვარდა შობის ღამე თავიდან. როცა პატარა ვიყავი ბებიაჩემი მახარებდა გამთენიისას პირველ თოვლს. ეხლა კი ცხოვრებაში, ძალიან მნიშვნელოვან ქალს შევხვდი კიდევ მეორედ. ხანგძლივი ჟრიამულის შემგედ, დაიწყო ათვლა 10...9...8...7...6...5...4...3...2...1 შობას გილოცავთ! ქუჩაში გამოსულნი სამ წლამდე  ბავშვები, დედის კალთას არ შორდებოდნენ, ხოლო ვისაც კი კარგად შეეძლო სირბილი, მშობლები ეძებდნენ. ჯრიამულში გართულნი დიდი თუ პატარა გაოცებით შეჰყურებდნე ფეირვერკების სანახაობას და ვაი რო პირველი თოვლი იყო უფრო ლამაზი.
- შეიძლება?
- კი რათქმაუნდა, დალევთ?
- გმადლობთ მე არკოჰოლს არ ვსვავ.
- ყოველთვის ეს გამოიყურებით?
- უკაცრავად ვერ მიგიხვდით.
- მაპატიეთ უბრალოდ მინდოა მეთქვა,  ყოველთვის ესეთი ლამაზი ხართ?
- არ ვიცი, ალბათ ეს თქვენ უნდა შეაფასოთ.
      ისეთი გაოცებული მიყურებდა, ალბათ კიდევ ელოდა ჩემგან კომპლიმენტს. ჩემი მეგობარი მიახლოვდება და მეუბნება ,,ეს კომპლიმენტი არ არის'' ცხოვრებაში პირველად თავი ვიგრძენი უხერხულად, დარჩენილი საღამო ვცდილობდი მარიეტასთვის თავი ამერიდებინა.
- ძალიან ლამაზი საღამო იყო, იმედია კიდევ  შევხვდებით ერთმანეთს.
- იმედია....
- Bonne nuit!... შეიძლება ერთი წუთით.
- დიახ რათქმაუნდა გისმენთ.
- მართალია საფრანგეთს ხშირად ვსტუმრობ, თუმცა არც ისე  კარგად  ვიცი თქვენი ტრადიციები. ორ დღეში მივფრინავ შეგიძლიათ დამეხლაროთ?
- რათქმაუნდა შემიძლია, ხვალ შევხვდეთ საუზმის შემდეგ.
- Bonne nuit!...
                                ახლანდელო დრო
- აქ რატო მთხოვე შეხვედრა? ბართან ახლოა, შეიძლება გიორგიმ დაგვინახოს.
- ნიტა უკვე რამოდენიმე თვეა რაც ვხვდებით, მემგონი უკვე დროა გიორგის უთხრათ.
- გეგა ეხლა არა, როცა დრო მოვა მე ვეტყვი.
- როდის მოვა ეგ დრო? მესმის რო ჩემი ძმაკაცია და შენი საუკეთესო მეგობარი, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება ვიყოთ ბედნიერები.
- წამოდი წავიდეთ უკვე გვიანია.
- მოიცა და კოცნა?
- ადექი..
- გასაგებია ისევ ლოყაზე...
                              რამოდენიმე წლის წინ
    სიბნელის ძალიან მეშინია,  ერთ საღამოს კი შუქები ჩაქვრა. ჩემს ქალაში ამას მიჩვეული არ ვიყავი და არ ვიცოდი რა უნდა მექნა. ბევრი არ მიფიქრია და გიორგისთან ჩავედი დახმარების სათხოვნელად. დამცინა მითხრა: ,,ამხელა გოგოს სიბნელის როგორ გეშინია?'' როცა პირველად შევედი გიორგის სახლში ძალიან ვინერვიულე, თან მეშინოდა.
- სიბნელეში რატო ხარ? სანთელიც კი არ გაქვს ანთებული, ესეთი უშიშარი ხარ?
- წამოდი  ცას შეხედე, რა ლამაზია არაა? ვასკვლავები რა ლამაზია... მიხარია როცა შუქი ქვრება, როდესაც ქალაქი განათებულია, ვასკვლავებს ესე კარგად ვერ დაინახავ.
- რატო მარტო ვასკვლავები? შეხედე ჩემს სახეს ესე უფრო კარგად ჩანს რომ მეშინია ხო?
- აბა დამანახე...
- ხოო... აქ ესე ხშირად ქვრება შუქი?
- არც ისე ხშირად, ცოტაც მოვიცადოთ და მალე მოვა.
- მაშინ მე წავალ.
- მოიცადე ცოტახანიც დაველოდოთ.
- მოვიდააა მოვიდა შუქი მოვიდა!
- ისე გიხარია თითქოს... თქვენათ შუქი არასდროს ქვრებოდა?
- არასდროს, თუმცა ესეთი რამოდენიმე შემთხვევა მახსოვს როცა ბებიასთან ვისვენებდი.
    როდესაც ვცდილობ გავიხსენო, როდის გავხდით საუკეთესო მეგობრები, ამ მომენტის გახსენება ძალიან მიჭირს. გიორგი დამეხმარა საცხობის დალაგებაში და სწორედ ერთად მოვიფიქრეთ ბარის გახსნის იდიაც. სწორედ გიორგი იყო ადამიანი ვისაც სჯეროდა, რომ ოდესრაც ძალიან წარმატებული იქნებოდა ჩემი ბარი. მე ყოველთვის ვეუბნებორი, რომ ეს მარტო ჩემი არა ჩვენიც იყო. არც კი ვიცი საიდან დავიწყო  თხრობა რა გიამბოთ. უკანასკნელი ჩემი ცხოვრების, განვლილი შვიდი წელი, სწორედ გიორგის უკავშირდება.
                        ახლანდელი დრო
- აქამდე სად იყავი?
- საქმე მქონდა. რას ჭამ?
- დაჯექი ახლახანს მოვამზადე,
- უცებ მითხარი, სამზარეულოს მე ვალაგებ?
- არა მშვიდად ჭამე, არაფრის დალაგება არ გიწევს.
- გიორგი ესე რატო მელაპარაკები მოხდა რამე?
- რაღაც მინდა გითხრა?
- რა გემრიელი სპაგეტია, მიდი გისმენ.
- დღეს დამირეკეს საფრანგეთიდან, შემოთავაზება მივიღე დიდი პროექტია...
- უნდა წახვიდე?
- შენც კარგად იცი, როგორ მიყვარს ჩემი საქმე.
- რამდენი ხნით მიდიხარ?
- ორი წლით.
- უკვე დათანხმდი? შემოთავაზებას...
- ნიტა ერთი წუთით მოიცადე... არა ჯერ კონტრაქტისთვის  ხელი არ მომიწერია, მაგრამ მოვაწერ.
- ესე ადგები და წახვალ?
-  ნიტა უკვე შვიდი წელია შენს გვერდით ვარ, რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე, უკვე ძალიან ბევრი მეგობარი შეიძინე. ამ ქალაქში, თავს მარტოსულად აღარ იგრძნობ.
- მეც მაქვს შენთვის რაღაც სათქმელი...
- მიდი მითხარი...
- გავიგე გიორგი საფრანგეთში მიფრინავს, სად მიდიხარ ძმა ჩემს გარეშე? იმედია ბილეთი ორ კაცზეა ხო?
- გეგა ესეთ დროს აქ რას აკეთებ?
- ვაა გივახშმიათ კიდეც, სპაგეტი ჩემთვისაც არის?
- მე წავალ.
- ხვალ გავაგრძელოთ კარგი?
  ყოველ ღამე თითქმის ვერ ვახერხებდი ძილს, თვალს მოვხუწავდი თუ არა, ყოველთვის მახსენდებოდა ის ღამე, უკანასკნეი ღამე საფრანგეთში. სახლი ჩემთვის ყველაფერი იყო, არასდროს არ წარმომედგინა თუ ოდესმე მომიწევდა ცხოვრება სხვა ქვეყანაში.  ვიფიქრებდი? დავტოვებდი ჩემს გქალაქს, არასდროს მიფიქრია მიზეზბზე,  თუ რატო შეიძლებოდა ეს მომხდარიყო. როდესაც ამ ქალაქში პირველად ჩამოვედი, მივხვდი, რომ თავიდან დავიბადე. ცხოვრებაც ახლიდან ვსწავლობდი, მეშინოდა ყველა და ყველაფრის, ადამიანების გაცნობის მეშინოდა. მე ხო ყოველთვის მჯეროდა ჩემი ქალაქის შემდეგ, ცხოვრება არ არსებობდა. ბინა ვიცვალე და საცხოვრებლად ეს ქალაქი ავირჩიე... სწორედ აქ მივხვდი, რომ ჩემი ქალაქისგან განსხვავებით, კიდევ ბევრი სხვა სამყაროა, კიდევ ბევრი განსხვავებული საზოგადოება და  კიდევ ბევრი წესჩვეულებები რაც ჩვენ არ გვაქვს. აქ ტრადიციების მოყვარული ხალხია. აქ უყვართ ერთმანეთის დაჩაგვრადა, თუ ეს ტრადიცებს ეწინააღმდეგება... აქ შეუძლით ნებისმიერი დაბრკოლების მიუხედავად ფეხზე მყარად წამოდგომა.
- გძინავს?
- არა შემოდი ღიაა!
- რით ვერ ისწავლე ესეთ დროს კარი ღია არ უნდა დატოვო.
- როცა შენ აქ აღარ იქნები, კარს დავკეტავ.
- რატო არ გძინავს?
- არ ვიცი ძველ ნივთებს ვალაგებდი.
- მახსოვს ეს ყუთი, შვიდი წლის წინ არ მომეცი უფლება გამეხსნა.
- ეხლა შეგიძლია გახსნა.
- თუ ეხლაც არ გინდა...
- არა შეგიძლია გახსნა.
- ეს რა არის ამით, თამაშობდეი ბავშობაში?
- კი მამამ მაჩუქა რვა წლის რო გავხდი, ელემენტი დაუჯდა თორე კიდევ მუშაობს.
- მოიცადე აი ელემენდი მომაწოდე.
- ეს შობის ღამეს იყიდაა, როდესაც დედა ნახა მეორედ.
- ძალიან ლამაზია, ეს რა არის?
- მომეცი არ გახსნა დედას სკივრია, ჯერ მეც არ გამიხსნია, სულ თავის საძინებელში თაროზე ინახავდა.
- ჯანდაბა ეს რა არის?
- გიორგი ეს შენ არ უნდა გენახა.
- სისხლიან პერანგს რატო ინახავ?
- მამასისია...
- ნიტა რა მოხდა შვიდი წლის წინ?

გაგრძელება იქნება!

Bonne nuit! ( ღამემშვიდობის! ფრანგულად)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები