ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ნინო--
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2018


დრო

ხანდახან იცი საკუთარ თავთან
გადსაწვდე ყველა სიზმარის ბოლოს,
როგორც ოცნების გაუმსკდარ თავთავს,
როგორც დაუმდნარ ყინულის ლოლოს,
შეახო ცივი და მკრთალი სახე,
სახე ათასი ჩადრის ტოლფასი.
და როგორც გულში დამარხულ სახელს,
ყოველი დილის ცვარად ქოლავდი.
ხანდახან გრძნობდი რომ ამ წლებს მიღმა,
სხვა საუკუნე სიზმრად გეფარა
ყოველი კაცის ქილიკს და ნიღაბს,
ჯობდა ვენახის კვალი გებარა.
და დაირქმევდი სწორედ იმ სახელს,
იმ ნაწნავების და ფარჩის დარად,
ახლა კი ფიქრი თვალებს რომ ახელს
ხედავ სიახლეს,სიძველის გარდა...
რჩები ხანდახან ხეების ჩრდილში
და დიდხანს ფიქრობ ვინა ხარ თითონ,
ზოგჯერ ნაღვლიან ფრთებს ჩამოშლიდი,
მწუხრის ლექსები იყავი თითქოს.
და მაინც გწევდა გზა და გზა ბედი,
ბედი ფოთლის და ბედი ბუერის,
როგორც ქვაბულში კვესი აბედის,
იყავი ყრუ და მეტად უხეში...
ბნელ ღამეებში გამოგიგონეს,
საუკუნეთა ოხვრად და შარჟად,
რამდენი ძალა და სხივიც გქონდეს
შენ ის იკითხე ბოლოს რა დაგრჩა.
ფერხული, ტაში, კვამლი და ბოლი
ეღვრება ფურცელს, ეზოს ცირცელებს,
მორიგ ღამეში ღმერთს ეტყვი მოდი,
და ასწლეული თვალს აგიცრემლებს.
მოძებნი თავშალს,
თუმც სითბო ბუხრის
კვლავ იანვრების ჭაღარას გათოვს,
შეხედავ ღაწვებს გადაღლილს, მართალს,
და საუკუნეს შეჰყვირებ -გახსოვს?!
მაგ თითებს მიღმა უკრავენ თარებს,
მიუხედავად რა თოვს და რა წვიმს,
გზა რაღაც სიტკბოს გაძლევს და გართმევს,
მთავარია შენ რამდენად გაწვდი.
ხელს ნუ აუქნევ ნისლს და გზისპირებს,
სიცოცხლის უშრეტ, ხელთუქმნელ ფრესკას
არავინ იცის დრო რას გვიპირებს,
დრო რომლის ზარიც რეკავს და რეკავს....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები