ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ენ გეითს
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2018


არ გარდაცვლილა, მოკლეს! (ნანა)

როცა პირველად,
სულ პირველად შეიგრძნობს ტკივილს,
წამის წამებში ის იზრდება,
თითქოს ბავშვობას
ჰკარგავს  და ხელით იგერიებს უღმერთო ცხოველს
რომელიც შიშით იკვებება
და ამ „გართობას“
თავს არ ანებებს,
არ ეშვება უმანკო მსხვერპლის
წამებას, ჩაგვრას, დაშინებას,
პატარა კისერს
უჭერს ხელებით და გოგონა კანკალით ითვლის
გალეულ წამებს, წლებს ან ცხრა წელს,
ფეხებსღა ისრესს
ცივი მავთულით გამოკვანძულს, 
უნდა გაიქცეს,
(წვიმიან დღეს რომ ქოლგით ხელში გარბოდა სახლში,
მამის კალთაში მოსმენილ ზღაპარს, ფანჯრის დარაბებს,
იგონებს) მერე სისხლიც ეყინება
და თითქოს მზერაც
მიაშტერდება უსაშველო უძრაობით დამდგარ „არაფერს“
როცა იმედი, ან საშველი
ვერ ნახა ვერსად.

ტირის და ტკივილს ვეღარ უძლებს  დაღლილი გული
და ვეღარ ასწრებს ფეთქვებს შორის ჰაერის ყლაპვას
ისე ყავისფერს,
ახლა კი შიშით ნაცრისფრად ქცეულს,
მუდარით სავსეს
მკვლელს ახვედრებს თვალებსლღა, მაგრამ
ცივსისხლიანი,
კაცის მსგავსი არსება სიცილს
ვეღარ იკავებს,
მძლავრად იქნევს მსხვერპლისკენ ტანჯვით
მოქნეულ სიკვდილს,
დრო ჩერდება,
წარსული, აწმყო
და მომავალი უსასრულოდ, ფერია მარჯნის...

მერე დანებდა,
ვეღარ ჰპოვა მის თავში ძალა
თუმცა უნდოდა გაზრდილიყო დედაზე დიდი,
მაინც ელოდა შებრალებას,
გაყინულ სახეს
უხვად ურწყავდა მარტოობის ცრემლები სიმწრის.

მკვლელის თვალებში ირეკლება წითელი, სისხლით
გასვრილი ტანი
და ხელებიც უკვე ცივია,
იქნებ ღმერთს მაინც შესძლებოდა,
ხსნა მისი შვილის...

ღმერთი კი ტირის...



(ეს არის, იმ კოშმარული რეალობის 1%, რისი დაწერაც და რაზე ფიქრიც შევძელი... და პატარა დაუცველი გოგონა, რომელმაც, ალბათ საერთოდ არც კი იცოდა რა იყო სიკვდილი, სიცოცხლის ბოლო წამები გაუსაძლის ტანჯვაში გალია.  ეს ის შემთხვევაა, როცა მეც შევძლებდი მკვლელის მკვლელი გავმხდარიყავი)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები