ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ანა ჯავახიშვილი
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2018


შიში ძილის წინ

***
ჩუმად წამოდი აქ ცაზე გაწვა მოლანდება
და პირღია გეძებს, ვზივარ კატებთან
ქვის მდინარეში თვალებით ვითვლი
მიწვენილ თევზებს.
ჩუმად წარმოდი, ტომის კაცები აქ ცეცხლთან
წრეზე ცეკვავენ, თანაც ბრუვა-ბრუნვაში
შიშს გაიძრობენ და მიაფენენ
თევზების საფლავს.
***
მალვით და მალვით..
ჩუმად და ჩუმად...
ჩურჩულით.
შენს და წარაფებს შორის, შელოცვილივით
ამთქნარებს მთვარე, ტურების ხმა
კი ჩემამდე მოდის.
იფხორებიან კატები გვერდით, ბუტბუტი
გიშრებს ყლაპავს და ყლაპავს,
ქოხში თუ შევალ,
სახურავიდან  ჩამოუშვებენ ლელქაშს
და სკამსაც მივიდგავ ჩემი
მუხლების პირზე
თოკის ლებნები გათბება ყელთან...
(ცივ ქოხში, სკამთან წითელთვალება
და შავი ფერის კატები სხედან)
აყირავდება ცა,  მის ბრახუნზე მოიმარჯვებენ
საყვირებს, დოლებს...

არც წამოსულხარ, შიშის ჯიბიდან
ამოიქექე გული და მტოვებ.
***
...შენ, მოუსმინე ბუტბუტი გიშრებს
ჩურჩულით როგორ ყლაპავს და ყლაპავს.
...მე, მდინარეში, ქვის თვალებიდან
ვეღარ ვპოულობ თევზების საფლავს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები