ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
2 ნოემბერი, 2018


ჩემი კინო მაქვს...

თავი დამადო მხარზე წარსულმა,
რა დრო გასულა...
დღე თვალს მარიდებს ფარსით ავსილი
რა ვქნა, ასეა...
ფიქრმა დაისვა დარდი მეწყვილედ,
არ შევეცილე...
არ გამწყვეტია ჯერაც ილაჯი,
ვძერწავ მირაჟებს...
სურს დამანახოს შინაგანმა ხმამ
სად რა არ ახდა...
აღარ ვუჯერებ იღბალს, ქირომანტს,
ძველი ღვინო ვარ...
მოჰგავს ცხოვრება ბატუტზე ხტომას,
ერთხელაც ხომ არ?..
ვარდნა აფრენას ზურგს უვარჯიშებს,
მაწრთობს საჯიშედ...
აღარ ვენდობი ბაგექონიანს,
ცრუობს, მგონია...
დრო გამეჭედა ბედის საიტზე,
თავო, საით შენ?..
აღარ ვუჯერებ იღბალს, ქირომანტს,
ჩემი კინო მაქვს...           



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები