ნაწარმოებები


პოეტ გიო ლომიძის ( გილო ) ლექსების კრებულის წარდგინება     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *         * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: რარარა
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2018


მამაჩემი ინდიელია.

შეძახილი: მამაჩემი ინდიელია ,მამაჩემი არწივია!

მამაჩემი ინდიელია , სახელად გუ რამი ,
რაც  ნიშნავს, მამაც  არწივს,
რომელიც მზეს უყვარს.

მზეს უყვარს მამაჩემი და მამაჩემი თაყვანს სცემს მზეს.
შვილებსაც შეგვაყვარა მზე
და გავხდით მზის თაყვანისმცემლები.

ადრე იღვიძებს მამა და ადრე გვაღვიძებს ჩვენც,
მსახური ბატონზე ადრე უნდა ადგეს-
-ასე გვასწავლის მამა.

მზე ბატონია,
და ჩვენ მსახურნი, ადრიან დილით, მის აღმოსვლას ვეგებებით
მხიარული შეძახილებით.
პირველი სხივით რომ შეეხება მზე,
მამაჩემი ფრთებს შლის და ცად აიჭრება
და ცად აჭრილი , მზეს ახლოდან უხდის მადლობას.

მადლობა მზეო, შენით გამთბარი  ყოველი დღისთვის,
მადლობა მზეო ვუძახით ჩვენც  ქვევიდან,
რადგან ფრენა  არ ვიცით  და
წყენით ვიხედებით დაუბუმბლავ ფრთებზე.
მაგის დროც მოვა გვამშვიდებს მამა.

მამაჩემი მონადირეა.
ყველაფერი რაც მაქვს მოვინადირე.
დედაშენიც მოვინადირე იცინის
და სიყვარულით იყურება დედაჩემისკენ.
დედაჩემი ,კოლხის ქალია
ადვილი მოსახიბლები არ არიან ეგენი ამბობს მამა,

თავს ვუქნევ და ვეუბნები:
ამბობენ:
კარგი არწივი  იყავი შენ,შორიდან მოსული გაბედული მონადირე
რას გაუძლებდა  შენს მომნუსხველ მზერას,
სად გაექცეოდა შენს ბასრ კლანჭებს ,
დაიფარავდი და აიტაცებდი მძლავრი ფრთებით,
მზეს გააცნობდი და  შეაყვარებდი მზეს,
ნება არ დაუტოვე,თავისუფალი.
მონადირეებით,არწივებით იხიბლებიან ქალები.

მონადირეა მამაჩემი,ნადირობას  რომ ახსენებს
კლანჭები ელესება, ბუმბული ეშლება.
ინსტიქტები შვილო--- მეუბნება მამაჩემი,
ჩვეულებაა ეგ,  რჯულზე უმტკიცესი-
-ვპასუხობ  კოლხური ანდაზით.

არწივი ხარ შვილო და მონადირე. 
მოინადირებ  შენს ქალს  და დაცვასაც შეძლებ.
მე ფრთებს დავყურებ და ჯერაც შეუბუმბლავს უძალოდ ვიქნევ.
ისწავლი , მიღიმის და  მამშვიდებს, 
სანამ აქა ვარ დაგეხმარები და მერეც
დიდი ხნის შემდეგ,
როცა დაგავიწყდება ოდესღაც მამა რომ გყავდა
და ჩემსავით გეგონება,  ყოველთვის იყავი
იცოდე მე ისევ შენთან ვიქნები,
ყველაფერი ჩემი იქნება შენი.
შენი იქნება 
ჩემი  მეხსიერებაც.

მამაჩემი მონადირეა,ყოველდღე გადის ბაზარში სანადიროდ,
ცად აიჭრება გადმოხედავს ბაზარს ზემოდან
და საუკეთესო ლუკმას მოინადირებს ჩვენთვის.
ის დღეს დილასაც  სანადიროდ მიდის  და ლოგინში მწოლი,
სარკეში ვხედავ, როგორ იღებს ჩემი პიჯაკიდან ფულს
როგორც საისრიდან ისრებს.
ჩემსკენ იყურება , მე თვალებს ვხუწავ , თვალს ვარიდებ,
ვითომ მძინავს.
მიდი მამაჩემო, ვიცი შენ ყველაზე დიადი არწივი ხარ იმათ შორის
ვინც მზეს ყვარებია,
მოგვიტანე შვილებს საჭმელი, მე კი თვალდახუწული გავიხსენებ შენს ნათქვამს:
""თუ დაგტოვებთ მხოლოდ იმიტომ რომ  ფრენა ისწავლოთ"".

მიდი მამაჩემო , შენ ინდიელი, შენ არწივი,შენ მონადირე ხარ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები