ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2018


···

ისე გადამცდა სიცოცხლის კვამლი,
როგორც საყლაპავს ურიგოდ ლუკმა.
რა არხეინად  ვიდექი მაშინ
გადამალული შიშების უკან.
თმენამ ლოდინის ნისლი მოძოვა,
ახლა ნუგეშით აღარ თვრებიან,
დღეები მხოლოდ დღეებს კი არა,
ადამიანებს ეთხოვებიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები