ნაწარმოებები


პოეტ გიო ლომიძის ( გილო ) ლექსების კრებულის წარდგინება     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *         * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2018


---

დროა შევაჯამო წლები მაგრამ,
თითქოს ჭია მღრღნის და სულს მიწუხებს,
ჩემში რაღაც დიდს და ლამაზს ერთი ხაზით,
უცებ უნდა უმოწყალოდ გავუსწორდე.

ჩემი ზმანებები დაემსგავსა რეალობას,
ან თუ  რეალობა მექცა ზმანებებად?!
წინათგრძნობა გამიზავდა სიცივეში,
თითქოს ვემზადები მოსათოვად!

ვემზადები მიწასთან ჩემს შესახვედრად,
მიკვირს, სულ არ მეშინია თურმე.
თითქოს, გულიც აღარ მწყდება , იქნებ მართლაც
ნიადაგის წიაღებში ვინმე ახლობელი მელოდება უკვე!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები