ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
3 ნოემბერი, 2018


ნიტა


                                            შვიდი წლის წინ
  ცხოვრება იმაზე ხანმოკლე აღმოჩნდა ვიდრე ეს მე მეგონა, თითქმის ყოველდღე ვცდილობდი მშობლებისგან თავის დაღწევას. დედაჩემი რომელიც ყოველთვის ჩემს კვებაზე და ჩაცმაზე ზრუნავდა, ვაკრიტიკებდი და გავრბოდი მისგან. არ ვაძლევდი საშვალებას, ბოლომდე ეთქვა ის რისი თქმაც ჩემთვის უნდოდა. როცა უკვე გადაღლილი სახლში ვბრუნდებოდი, დედას აღარ სურდა ჩემთან საუბარი. იმ დღეს დედის დღე იყო, მეგობრებთან ერთად დავგეგმეთ ღონისძიება, თუ როგორ უნდა გამეხარებინა დედა... ვიყიდე ძვირადღირებულიი სუნამო, საუკეთესო თაიგული ავარჩიე და სახლში გავიქეცი. სახლის კარი რო შევაღე სახლში არავინ დამხვდა, ყველა ოთახი სათითაოდ შემოვირბინე გამალებით ვყვიროდი დედაა!!! მეზობელი მიახლოვდება და მეუბნება შვიდო დედა მალე კარგად იქნება... სისწრაფით მივისწრაფოდი საავადმყოფოს გზაზე, ყელში დაგუბებული ცრემლს, მტკიცედ ვიჭერდი და არ ვაძლევდი თავს უფლბას რაიმე ცუდზე მეფიქრა. საავადმყოფოს შესასვლელში, თავჩახრილი მამა დამხვდა. გაოცებული მამას ვეკითხებოდი... დედა სად არის? ნიტა დამშვიდდი დედა კარგად არის მაგრაამ...სიტყვაც არ დავასრულეინე და მის ოთახში შევედი...დედაჩემი ზედაც არ მიყურებდა თავი გვერზე ჰქონდა შეტრიალებული.  ძალიან გთხოვ შემომხედე ჩემთვის. ,,ეს მე ვარ შენი შვილი, მე მოვედი აქ ვარ. '' ექიმები ერთმანეთში ჩურჩულით საუბრობდნენ, ისე ჩუმად, სიტყვები ვერ გავარჩიე.
- მამა დედას რა დაემართა?
- შილო დედა მუცლით შენს ძმას ატარებდა...
- რას ქვია ატარებდა? დედა ეხლა...
- ჰო შვილო სწორედ მიხვდი.
- რატო არაფერი მითხარით?
- ძალიან ბევრჯერ ვცადეთ ეგ, მაგრამ შენ გარბოდი.
- დედა ხო კარგად იქნება?
- გაუვლის...ყველაფერი კარგად იქნება!
    სწორედ იმ მომენტში პირველად, ვიგრძენი თავი დამნაშავედ. მე რომ მცოდნოდა, მე მათ მივხედავდი დავიცავდი ჩემს ძმას, დედაზე ვიზრუნებდი...თუმცა უკვე ყველაფერი გვიანი იყო. ეხლა კი უნდა გამეკეთებინა ისეთი რამ, რაც დედას ოდნავ მაინც შეუმსუბუქებდა ტკივილს. მეგობრების დახმარებით და დიდი ძალისხმევით, გავაკეთე პატარა ვიდეო რგოლი, რითაც მიულოცე დედის დღე.
- დედა ძალიან გთხოვ შეხედე ეკრანს, ეს შენთვის არის.
- ძალიან გთხოვ ნიტა, მარტო მინდა ყოფნა.
- დედა შეხედე ეს მე ვარ, ერთი წლის რო გავხდი მამა მაშინ დაბრუნდა მივლინებიდან.
- ღმერთო აქ რა პატარა ხარ...
- დედა შეხედე აქ პირველად ავიდგი ფეხი, ბებიას  როგორ უხარია.
- აქ ყველას ძალიან გაგვიხარდა.
- შეხედე აქ მამამ პირველად დამსვა ველოსიპედზე.
- აქ კიდე კარგად არ ჩანს, წაიქეცი და იმენი იტირე.
- დედის დღეს გილოცავ!
- შვილო...
- დედა მაპატიე უშენობა, მაპატიე სულ გავრბოდი შენგან.
- მოდი ჩემთან!
- მოდი წავიდეთ აქედან...
- არა შეუძლებელია, ექიმები ჯერ არ მოგვცემენ ამის უფლებას.
- მოდი გავიპაროთ! ის დღეები რაც ჩემს გარეშე გაატარე საკმარისია.
- და ლექციები?
- მარიტა ნიტა გაცერდით, რას აკეთებთ? შვილო დედაშენი სად მიგყავს?
- მამა იჩქარე... გავრბივართ გავრბივართ!
  სწორედ მაშინ მივხვდი, რომ სულ არ არის აუცილებელი, დედა გაახარო ძვირადღირებული სუნამოთი და იყიდო დიდი თაიგული. დედისთვის საკმარისია, თბილი ჩახუტება და გაატარო დრო მასთან ერთად. პატარა ბავშვივით უხაროდა და მომყვებოდა საავადმყოფოდან. მამა გაკვირვებული უკან მოგვსდევდა და ყვიროდა... ,, ფთხილად ნუ მირბიხართ!"
                                    ახლანდელი დრო
- გიორგი წადი ძალიან გთხოვ, უკვე გვიანია.
- არ წავალ სანამ არ მეტყვი ეს პერანგი რას ნიშნავს
-  არ შემიძლია.
- შენი წამოსვლის მიზეზიც, სწორედ ამ დღეს უკავშირდება?
- დაძინებას ვაპირებ.
- მარტო ამ შეკითხვაზე მიპასუხე და წავალ.
- კი.
- მოიცადე!
- რა გინდა?
- მშია...
- ნახევარი საათის წინ არ ჭამე?
- მაინც.
- კარგი წამოდი და მოვიფიქრებ რამეს..
                                      მოგონებები
- გაიცანი გვანცა, ერთად ვსწავლობდით უნივესტიტეთში
- აჰააა....
- მოიცადე სად გარბიხარ, შენთვის ღვეზელი სეუკვეთე აი მოაქვთ.
- გიორგი ძვირფასო, არ ვიცოდი თუ შეყვარებული გყავდა.
- არა ეს... ჩემი მეგობარია ძალიან კარგი მეგობარი.
- არა აშკარად ეტყობა რო ეჭვიანობს.
- რა სასაცილოა, მე და ნიტა....
- მგონი რაღაც გატყდა.
- აქ დამელოდე, ვნახავ და მოვალ.
- რატო ადექი უხერხულია.
- ქალბატონო რას აკეტებთ? იცით რა ძვირი ღირს.
- უკაცრავად გადავიხდით, ნიტა შენ მე გამომყევი.....
                      ახლაელი დრო
- უი მართლა ის გოგო გამახსენე
- ვინ გვანცა?
- ჰო გვანცა, ეგ ხო საფრანგეთშია ეხლა?
- კი იქ არის, რატო მეკითხები?
- კარგია თავს მარტო არ იგრძნობ.
- მოიცადე გავიხსენო შენი სახე...
- არ გინდა.
- არა მართლა სასაცილო იყო.
- მე იმ ბარმენის სახე არ დამავიწყდება, რო გაჰყვიროდა. ჩემი ჭიქა! ჩემი ჭიქა გატყდა!
- ძალიან სასაცილო იყო.
- ნიტა საკმარისია, უკვე ბევრი დალიე.
- მომსდევენ.... მომსდევენ!
- ნიტა რას ამბობ, უკვე ძალიან მთვრალი ხარ, წამოდი დაგაწვენ
- არ წახვიდე...
                              უკანასკელი ღამე საფრანგეთში
    დილა ისეთი ლამაზი, მზიანი იყო. როგორც მსგავსად ხდებოდაა, მამა ოფისში წავიდა, მე კი უნივერსიტეტში გავიქეცი. დედა სახლში დარჩა ნაშუადღევს ბებიასთან აპირება წასვლას. მეგობარმა ჩემს უკან მომავალი მანქანა შენიშნა, მითხრა: ,,ფთხიდად იყავი მგონი შენ მოგსდევს.'' მე ყურადღება არ მიმიქცეია და გზა გავაგრძელე. იმ დღეს მთელი დღეს, ლექციები მქონდა და ძალიან გვიან მომიწია სახლში დაბრუნება.  სახლის კარი შევაღე თუ არა შესასვლელში წითელი ლაქები შევნიშნე. ვიყვირე ,,კარგი რა დედა ისევ პომიდვრის სოუსს აკეთებ? არ დაიღალე?'' სამზარეულეში მაგიდაზე, წერილი დამხვდა წარწერით... ,,შემდეგი შენ იქნები." ბოლო წუთამდე, ეს ყველაფერი  უბრალოდ, ცუდი ხუმრობა მეგონა. ოთახების დათვარიელება დავიწყე. დედა საძინებელში იყო, ეძინა გული დამიმშვიდდა და უთხარი : ,,დედა ეს ცუდი ხუმრობაა" ესე მეგონა ანამდე, სანამ საბანს გადავხედავდი... წინ საშინელი სურათი დამხვდა... დედა მთლიანად, სისხით იყო დაფარული. საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ ეს უბრალოდ ხუმრობა იყო და დედა წამოდგებოდა... სასოწარკვეთილი ვეძებდი ,,მამას ვყვიროდიი ,,მამაა დედას რა სჭირს?'' საწოლიდან კი მისი საათი გადმოვარდა, რომელიც მე და დედამ ვაჩუქეთ, გასულ წელს დაბადების დღეზე... მამა შორს არ მიძებნია ისიც დედასთან იყო მის გვერდით...
- შვიდი წლის წინ...
- ჰო ნიტა გისმენ, რა მოხდა შვიდი წლის წინ?
- შვიდი წლის წინ, ჩემი ოჯახი დავკარგე, ისინი საზარელი მკვლელობით საკუთარ სახლსი მოკლეს, შემდეგ კი...
- კარგიი არ გინდა, არ გააგრძელო უკეთ რო გახდები მერე ვისაუბროთ.
- ჩემი მოკვლაც უნდოდათ, მაგრამ გამოვიქეცი.
- ვინ ჩაიდინა? ეს ვინ გააკეთა?
- მამაჩემმა კომპანიისთვის ძალიან დიდი ვალი აიღო.  თანხის დაბრუნება დროულად ვერ შეძლო... ამის გამო კი, დედას და მამას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
- ფუ ნაბიწვრები!
- გიორგი ისინი სისხლში ცურავდნენ, გესმის!!! სიკვდილადე აწამეს და შემდეგ საკუთარ საძინებელში, საბანი გადააფარეს!!
- ჯანდაბა! ძალიან გთხოვ აღარ გააგძელო.
- არ წახვიდე...
- არ მივდივარ აქ ვარ...
                              მეორე დღე
- ჯანდაბა! აქ რას ვაკეთებ? ღმერთო არაფერიი მაცვია...
- დილამშვიდობის!
- აქ რატო დავრჩი? მოიცადე ჩვენს შორის...
- დამშვიდდი არაფერი მომხდარა, ძალიან დათვერი აქ დარჩენა ისურვე, ტანსაცმელიც შენით გაიხადე.
- თავი მისკდება!
- ადექი დაგალევინებ რამეს.
- არა დალევა აღარ მინდა.
- სულელო ჩაის დაგალევინებ...
- გუშინ რა მოხდა? არაფერი მახსოვს.
- არა აქამდეც დაგილევია, მაგრამ ესეთი გახსნილი არასდროს ყოფილხარ.
- რამე არასწორედ გავაკეთე?
- არაფერი მომხდარა მიდი დალიე ჩაი.  მე მეჩრება უნდა წავიდე, დღეს ვხვდები ახალ წამომადგენელებს.
- საბოლოოდ წასვლა გადაწყვიტე?
- კი გუშინ მივიღე გადაწყეტილება.

გაგრძელება იქნება!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები