ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
3 ნოემბერი, 2018


აქანდაზი

ნინო დარბაისელი

აქანდაზი
- - - 

ფოთლის გორებს ქარი მტაცებს და ჰაერში ატრალებს,
შორით-შორად ვხედავ ლანდებს, ლანდებს დილაადრიანებს.

ვხვეტავ ფოთლებს, ვხვეტავ ბოთლებს, ერთჯერადებს ვხვეტავ შპრიცებს...
გაციებას ვუწამლეთო, ვინ ოხერი
დაიფიცებს.

ფულო, ძნელად საშოვნელო, რა ადვილად დასახარჯო,
ყოველ დილაუთენია სუსხში უნდა გავიტანჯო,

ეს ფოთლები არ ილევა, სხვა საშველი აქ არ არი,
კოჭებამდეც ამომწვდება, თანაც, თუა ნაქარალი.

ხან გიჟები ჩამივლიან, დამიწყებენ აქ ანდაზებს,
ეს ხომ ქარვის თოვლიაო, რად ავსებო აქანდაზებს.

ერთმა მითხრა: ,,ძმაო, ამ ცეცხლს ნეტა რას ეჩალიჩები,
დე, გვეფინოს გზაზე ალვის და ნეკერჩხლის ხალიჩები!"

ფოთლებს მწარე კვამლი ასდის,  ქარი მონაქროლი ანთებს..
სხვამ მიბრძანა, ნუ გვიწვავო წაუკითხავ ფოლიანტებს.

საქმე თითქმის მოვილიე, მძიმე, სულის შესახუთი,
ბოლო პირით აივსება აქანდაზი, ასე,  ხუთი.

მთელი წელი - იოლია,  შემოდგომა არის ძნელი,
ფოთოლცვენა იყოს  ნეტა  თვეში ერთხელ, ქარიც - ნელი.

რა სჯობია, მოითმინო, ჯამაგირს რომ ელი, ელი..
თუ ცოლ-შვილის კარს  მიადგე,  სუმთლად ჯიბეცარიელი?

ყველა გაიკრიფებოდა, დამიხვდება მარტო ცოლი,
მაგიდაზე - ცხელი ფაფა,  გვერდით ტახტი - მისაწოლი.

ვერა ჯაფა ვერ აავსებს ამ, ოჯახის ხრამს თუ ხაროს...
ვინც ზამთარი მოიგონა, იმის სულმაც გაიხაროს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები