ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
3 ნოემბერი, 2018


Emily Dickinson - Surgeons must be very careful (108)

ემილი დიკინსონი - სიფრთხილე მართებს მაშინ დასტაქარს (108)

სიფრთხილე მართებს მაშინ დასტაქარს,
როდესაც ხელში დაიჭერს სკალპელს,
თუნდ  განაჭერი იყოს პატარა -
ქვეშ მსჯავრდებული ყოფა ფართხალებს!

3 ნოემბერი, 2018 წ.


II ვარიანტი

სიფრთხილე მართებს ყოველთვის ექიმს,
როდესაც ხელში დაიჭერს სკალპელს,
რადგან სხეულის განაჭერს ქვევით -
ბრალდადებული ყოფა ფართხალებს!

3 ნოემბერი, 2018 წ.



Emily Dickinson - Surgeons must be very careful (108)

Surgeons must be very careful
When they take the knife!
Underneath their fine incisions
Stirs the Culprit — Life!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები