ნაწარმოებები


პოეტ გიო ლომიძის ( გილო ) ლექსების კრებულის წარდგინება     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *         * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი
ჟანრი: პროზა
3 ნოემბერი, 2018


პლაცებოს ეფექტი #1


ზამთარის ელვა-შესაკრავია ჩემი ჩუმი მატარებელი... აღმართ-დაღმართ! მაღლა-დაბლა! ჩუქუ-ჩუქუებით ჩუქურთმები გადააქვს ჩემსავე გულის ოდისთვის... პროცესი მეტად საინტერესოა,ფეხის გულებიდან იწყებენ თვლას წარმოსახვები და დოგმატური ინერციით მაკანკალებს,საოცრად სასიამოვნოა, იპოქონდრიკი თევზი მგონია თავი სანაპიროზე, სადაც ქაოსია,მეც ჩაბმული ვარ,ჩემთვის ცალკე,უჩუმრად,არავის ვაწუხებ და ამავდროულად ყველასაც...ქარი მიბერავს,მაცლის ყინვას,გაზაფხულის ზემოქმედების ქვეშ ვარ (თავს დავდებ ყველა ,,კაიფზე" ძლიერია) და მზისშვილა გვირილებს ფლირტს ვუბამ,როგორი მორიდებულები ყოფილან... ვიქცევი შეძლებისდაგვარად სხარტად ანუ ვიწყებ ფიქრს ფიქრზე,რომელსაც უმაღლესი დონის ფიქრამდე მივყავარ, ვკარგავ პრაქტიკულობას და ვითრგუნები... ღრუბლებსაც ნერვებს ვუშლი,მაინცდამაინც მაშინ ტირიან როდესაც მხედავენ,რითი დავამშვიდო ჯერ მაგაზე ფიქრი მეცხრამთასიქითა ხარისხოვანია...

უდაბნოსაც მივადექი,მე და ჩემმა ჩუმმა მატარებელმა წყალი გავიყეთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები