ნაწარმოებები


პოეტ გიო ლომიძის ( გილო ) ლექსების კრებულის წარდგინება     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *         * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: თიბათვე.
ჟანრი: პოეზია
3 ნოემბერი, 2018


* * * სულ ნაბიჯ-ნაბიჯ მოვედი შენთან

სულ ნაბიჯ-ნაბიჯ მოვედი შენთან.
სულ მისხალ-მისხალ გაგროვე ჩემში.
სულ სტრიქონ-სტრიქონ გკინძავდი მანამ
სანამ ყლუპ-ყლუპად შეგსვამდი პეშვით.

სულ ქუჩა-ქუჩა გეძებდი მაინც.
სუ მინდორ-მინდორ გფანტავდი ფიქრად.
სულ ჩუმად-ჩუმად გითვლიდი ცრემლებს,
სულ ღიმილ-ღიმილ დამქონდი დარდად.

და ვითომ-ვითომ კარგად ვარ ახლა,
რომ ისევ-ისევ ნუგეშად გექცე.
თუ ტკივილ-ტკივილ წასული გნახავ,
იცოდე ტირილ-ტირილით გეძებ.

და მაინც ნაბიჯ-ნაბიჯით მოვალ.
სულ მისხალ-მისხალ გაგროვებ ჩემში.
სულ სტრიქონ-სტრიქონ აგკინძავ მანამ,
სანამ ყლუპ-ყლუპად არ შეგსვამ პეშვით.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები