ნაწარმოებები


პოეტ გიო ლომიძის ( გილო ) ლექსების კრებულის წარდგინება     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *         * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: თამუნა ჭიღლაძე
ჟანრი: პოეზია
4 ნოემბერი, 2018


ეს ისე



არაფერს ამბობ და რა კარგია,
რომ მესმის შენი განაფიქრები.
დრომ შეცდომები არ მაპატია,
ვიწვი და ისევ სანთლად ვინთები.
ჩვენ შევიცვალეთ, თითქოს დავმშვიდდით.
არ მეშინია, რომ ხელს გამიშვებ,
მაგრამ რა ვქნა თუ ისევ ბავშვივით,
შენი დაკარგვა მაინც მაშინებს.
არაფერს ამბობ, მაგრამ მე ვხვდები
რომ სულ მარტო ხარ, უჩემოდ, ახლაც.
გადამეყარე ერთ დღეს შემთხვევით
და იქ მომყვები ,მე წავალ სადაც.
ჩვენ შევიცვალეთ. რა სიგიჟეა-
არ მეშინია რომ ხელს გამიშვებ.
სხვა არაფერი გამიჭირდება,
უშენობას თუ გადამარჩინე.

                       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები