ნაწარმოებები


პოეტ გიო ლომიძის ( გილო ) ლექსების კრებულის წარდგინება     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *         * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
4 ნოემბერი, 2018


მამა თავმას ჩოხელის შესახებ

მამა თავმას ჩოხელის წიგნი „სიყვარულის მოძღვარი“ ერთი ამოსუნთქვით, ლაღად და თავისუფლად იკითხება. მისი ყოველი ლექსი მოყვასისა და სამშობლოსადმი სიყვარულით არის გამსჭვალული.

მისი თითქმის ყველა ლექსი აამღერეს ქართველმა კომპოზიტორებმა. განსაკუთრებით მინდა გამოვარჩიო „ამაყო გუდამაყრელო“, რომლის მუსიკა გიორგი ჩიტაურს ეკუთვნის და რომელიც გაგიკვირდებათ და გიტარაზე ავაწყვე.

მამა თავმას ჩოხელს

ხშირად ვკითხულობ თქვენს ლექსებს,
ხართ მძიმე უღლის გამწევი,
ბევრჯერ მიქია „ამაყო
გუდამაყრელოს“ დამწერი.

ამქვეყნად თქვენი ასული
გვიმზერს შვლის ნუკრის თვალებით,
ჯიხვის რქით დამილოცნია
ჩოხელთა ნატერფალები.

ჩოხელთა გვარი ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში მქონდა გაგებული, რა თქმა უნდა გოდერძი ჩოხელის წყალობით. მისი თითქმის ყველა ლექსი მაქვს წაკითხული, მისი პროზაც განსაკუთრებულია, ფილმები კი უბრალოდ გენიალურია. თავად იყო გოდერძი გენიალური ადამიანი, უშუალო და თავმდაბალი, ადამიანის გენიალურობა ხომ სწორედ უბრალოებაშია.

ჩოხელთა გენმა დეკანოზ თავმასის შვილ მარიამშიც იფეთქა და ლექსებისა და ჩანახატების წერა დააწყებინა. სწორედ ჩოხელთა გვარისადმი სიყვარულმა დამაწერინა მარიამზე ლექსი (მანამდე გოდერძიზე და საერთოდ გუდამაყრელებზე):

მარიამ ჩოხელს

გვირილები... გვირილები... გვირილები...
სიყვარულით ანთებული თვალები,
ღიმილმჩენო, არ მოგვაკლო ღიმილები,
მოყვასი ხარ... გულით გენაცვალები.

გვირილები... გვირილები... გვირილები...
შვლის ნუკრივით მშვენიერი თვალები,
ჩემად მიჩანს შენი სევდა-ტკივილები,
შენთვისაც მაქვს ღია გულის კარები.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები