ნაწარმოებები


პოეტ გიო ლომიძის ( გილო ) ლექსების კრებულის წარდგინება     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *         * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: კოზეტ ფოშლევანი.
ჟანრი: საბავშვო
4 ნოემბერი, 2018


ლექსი გამოცანა

მე სიფრიფანა მთრთოლვარე 
მწვანე ვარ,მერე ვყვითლდები,
ვადნები მიწას,ობოლი,
გამოიცანი რა მქვია? 
-რა და ხის ბევრი ფოთოლი.
გამთენიისას ვჩნდები და 
არ ვარ ოცნება მირაჟი,
ვყოფ ბნელს ღამედ და ნათელად
გამოიცანი?- რიჟრაჟი.
პატარა ჭიამ ღამემდე,
ცოცვით ბალახი გათელა,
ბნელში გაბრწყინდა ვარსკვლავად,
რა არის?-ციცინათელა. 
ზღვის ერთი დიდი მდგმურია,
ჭკვიანი,სათნო,კეთილი.
შენ თუ მიხვდები კარგია,
რა არის?-რა,და დელფინი







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები