ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი
ჟანრი: პოეზია
6 ნოემბერი, 2018


150-lsd

ისეთიც არსებობს დღეები,
გაცვია მუქი ჯინსები,
ნაშუაღამევს მთვარით თბები და
დილით ექიმსაც გაესინჯები...
  გაწუხებს რაღაც შიზოფრენია,
  გიგებენ მხოლოდ ქუჩის ძაღლები,
  ბრბოს ეგონება რამე გტკენია,
  არადა მხოლოდ ფიქრით კავდები.
მოვლენ საღამოს მაჯლაჯუნები,
ცხრიდან ცხრაასსაც წაიღებ ბანქოს,
ნოემბრის ყინვის დანაფაზებით
მიხვდები ძილი ქუთუთოს აქრობს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები