 | ავტორი: დევი ჟანრი: პოეზია 5 ნოემბერი, 2018 |
კაფის კუთხის მაგიდასთან, რანდევუ მაქვს, ველი მუზებს, თვალს ვაყოლებ ფანჯრის მიღმა მეეზოვეს, მოფუსფუსეს... აქანდაზზე ვაპირებდი, ჩემებური ლექსი მსურდა, მაგრამ, როგორც ზამთრის ღუმელს, უჭირდა, არც ისე ხურდა, მუზას მსხვილად დაენანა, მომიყარა მხოლოდ ხურდა... ვიჯექი და თან ვფიქრობდი, მე იმ სუფთა აქანდაზზე, დარდიანი ამბები რომ გავუყარე მხოლოდ, გზაზე. თვალზე ცრემლს რომ შემოუსწრო, ყველა ის წამი და წუთიც, მაგრამ მანაც არ დამინდო, არ იკმარა მხოლოდ ცუდი. კარგსაც ყველას ისაკუთრებს, რეალურს, თუ გულში ნადებს, საერთოდაც არ თაკილობს, წვრილ, თუ პაჭა-პუჭა ამბებს. შავთან ერთად ფერადი და მსხვილიც არასად ავიწყდება, სიყვარულს გავუხსნი გულს,თუ პერანგს ღილი ამიწყდება... ვზივარ კაფის თბილ კუთხეში, ჩემთვის მწარედ მეცინება, რომ ტკივილიც დავღალე და მგონი ჩემში ეძინება. ახლა უფრო დიდი კუშის მოსახსნელად ემზადება, მე სიბერეს ვმშობიარობ, ის კი ელის დაბადებას.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. დევიი მე ვპლიუსდები თქვენის ნებართვით :)))) დევიი მე ვპლიუსდები თქვენის ნებართვით :))))
19. გამოუშვი მინიპროზა, რა გენაღვლება, მაგრამ ჩაეტიე ას სიტყვაში :) და კონკურსს დავარქვათ „საუკეთესო ნაწარმოები ღუმელზე“ :) გამოუშვი მინიპროზა, რა გენაღვლება, მაგრამ ჩაეტიე ას სიტყვაში :) და კონკურსს დავარქვათ „საუკეთესო ნაწარმოები ღუმელზე“ :)
18. ფინანსები მე არ მაქვს, თორემ არ დამენანებოდა საპრიზო ფონდასაც გამოგიყოფდით. ფინანსები მე არ მაქვს, თორემ არ დამენანებოდა საპრიზო ფონდასაც გამოგიყოფდით.
17. მე სხვაგან ვცხოვრობ და სხვა დრო და რიცხვი იქნება ჩემთან :D იმედია ამის გამო არ გამოვეთიშები კონკურს :D სხდათაშორის პრიზი დავიწუნე და შეფასების სისტემაც :D
უკვე მოვიფიქრე დასაწყისი.
ღმუის ღუმელი, ქრება ღრუბელი, რამხელას კივი, ჩუმად, ნუ მღერი ! :D:D:D
რა პრიმიტიული პოეტი ვარ, პროზაც რომ იყოს არ შეიძლება ? :D მე სხვაგან ვცხოვრობ და სხვა დრო და რიცხვი იქნება ჩემთან :D იმედია ამის გამო არ გამოვეთიშები კონკურს :D სხდათაშორის პრიზი დავიწუნე და შეფასების სისტემაც :D
უკვე მოვიფიქრე დასაწყისი.
ღმუის ღუმელი, ქრება ღრუბელი, რამხელას კივი, ჩუმად, ნუ მღერი ! :D:D:D
რა პრიმიტიული პოეტი ვარ, პროზაც რომ იყოს არ შეიძლება ? :D
16. ამჯერად გამარჯვებული ქულების ოდენობით გაირჩევა და პრიზად მქუხარე აპლოდისმენტები ერგება. ამჯერად გამარჯვებული ქულების ოდენობით გაირჩევა და პრიზად მქუხარე აპლოდისმენტები ერგება.
15. ნუ, თუ გენერატორი ვარ, მაშინ იყოს სიტყვა „ღუმელი“, ოღონდ ნაჩქარევი რომ არ იყოს ლექსი, ვისაც სურვილი აქვს, დადოს 12 _ში 12 საათზე. :) ნუ, თუ გენერატორი ვარ, მაშინ იყოს სიტყვა „ღუმელი“, ოღონდ ნაჩქარევი რომ არ იყოს ლექსი, ვისაც სურვილი აქვს, დადოს 12 _ში 12 საათზე. :)
14. იდეების გენერატორი შენ გვყავხარ და მოიფიქრე რამე. ნინო დარბაისელს შევთავაზოთ ისევ ჟურის ფუნქცია, მომწონს როგორ გადაწყვეტილებებსაც იღებს ხოლმე :D იდეების გენერატორი შენ გვყავხარ და მოიფიქრე რამე. ნინო დარბაისელს შევთავაზოთ ისევ ჟურის ფუნქცია, მომწონს როგორ გადაწყვეტილებებსაც იღებს ხოლმე :D
13. აქანდაზმა მოხვეტა თავისი, ახალი ჩელენჯი გვინდა :))) აქანდაზმა მოხვეტა თავისი, ახალი ჩელენჯი გვინდა :)))
12. გამხიარულდენ „ბალღები“, აჟრიამულდა ეზო, აქანდაზს აბურთავებენ, თავზეც კი დაგვამხესო. :)
გამხიარულდენ „ბალღები“, აჟრიამულდა ეზო, აქანდაზს აბურთავებენ, თავზეც კი დაგვამხესო. :)
11. ენ გეითს, მუხა, გმადლობთ. :) ენ გეითს, მუხა, გმადლობთ. :)
9. შენი აქანდაზი რომ წავიკითხე, შემრცხვა ჩემი აქანდაზის :დდდ შენი აქანდაზი რომ წავიკითხე, შემრცხვა ჩემი აქანდაზის :დდდ
8. კარგი, არავის ვეტყვი, ან, პო სეკრეტუ, ვსემუ სვეტუ! :) კარგი, არავის ვეტყვი, ან, პო სეკრეტუ, ვსემუ სვეტუ! :)
7. რატომ არაპოეტის? მე შინაგანად პოეტი ვარ :) არავინ გაიგოს, ოღონდ :პ რატომ არაპოეტის? მე შინაგანად პოეტი ვარ :) არავინ გაიგოს, ოღონდ :პ
6. მადლობის მეტი რა მეთქმის, დაუმსახურებლად მიმართლებს, მიხარია წამატება , ეგ მომიტანს წარმატებას! :)
არაპოეტების შეფასება ნაკლებად მაღელვებს :პ მადლობის მეტი რა მეთქმის, დაუმსახურებლად მიმართლებს, მიხარია წამატება , ეგ მომიტანს წარმატებას! :)
არაპოეტების შეფასება ნაკლებად მაღელვებს :პ
5. ნწუ, ვერა დევი კარგად წერს გაცილებით
ასეთს ნაცარქექიაც არ დაწერდა თითქოს კარგად დაიწყო და მერე სულ აირია
რაღაც არეული დევი ჩანს :)
შემოდგომა რომაა და ბევრი ოქროსფერი ფოთოლი ყრია გარშემო ალბათ იმიტომ :)
3 ქულა მაინც ( წამატებით ) ნწუ, ვერა დევი კარგად წერს გაცილებით
ასეთს ნაცარქექიაც არ დაწერდა თითქოს კარგად დაიწყო და მერე სულ აირია
რაღაც არეული დევი ჩანს :)
შემოდგომა რომაა და ბევრი ოქროსფერი ფოთოლი ყრია გარშემო ალბათ იმიტომ :)
3 ქულა მაინც ( წამატებით )
4. კი, არ ეჩმიტება :))) კი, არ ეჩმიტება :)))
3. მაგარია :D:D მაგარია :D:D
2. მე არ მიყვარს ლექს-პოპ-კორნი და არ ვიცი როგორ ხდება, მე რომ სათქმელს ვამარტივებ ლექსი პოპ-კორნს ემსგავსება. ისევ მიჯობს ძველებურად, ჩავრთო იგრეკი და იქსი, წელს მურაბაც ქე მოვხარშე, ხუთი ხილის "მიქსი". :) მადლობა, ირაკლი. მე არ მიყვარს ლექს-პოპ-კორნი და არ ვიცი როგორ ხდება, მე რომ სათქმელს ვამარტივებ ლექსი პოპ-კორნს ემსგავსება. ისევ მიჯობს ძველებურად, ჩავრთო იგრეკი და იქსი, წელს მურაბაც ქე მოვხარშე, ხუთი ხილის "მიქსი". :) მადლობა, ირაკლი.
1. ლექსი პოპ-კორნი! მე მიყვარს პოპ-კორნი :) ლექსი პოპ-კორნი! მე მიყვარს პოპ-კორნი :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|