ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ნიიც
ჟანრი: პროზა
5 ნოემბერი, 2018


დომფალა

ახალი დაბრუნებული ვიყავი ქალაქში და შესაბამისად სამარშუტო ტაქსებით გადაადგილება დიდად არც მხიბლავდა, პირიქით ცოტას მაღიზიანებდა კიდეც, მაგრამ გამოუვალ სიტუაციებს ხომ ვერასოდეს გაექცევი და მეც იძულებული ვიყავი რომ ბედს დავმორჩილებოდი და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის შემეფარებინა თავი. ზლაზვნით ავედი ავტობუსში და ჩემთვის სასურველი ადგილი მოვძებნე, თუმცა გარემოს რომ გავცლოდი ახლად ნაყიდი ჟურნალი გადავშალე და მის სიღრმეში ჩავიკარგე…. კითხვისგან საშინელმა რძის სუნმა გამომარკვია და რეალობასთან შეჯახება მომიხდა, ჩემს გვერდით ვიღაც ქალი დამჯდარიყო და ეს საშინელი სუნიც მას მოეტანა, ეტყობა ჩემს გვერდით მყოფნი მას კარგად იცნობდნენ და შესაბამისად ქილიკით უსვამდნენ კითხვებს,
- დომფალ რამდენი წლის ხარ?
- დომფალ შეყვარებული არ გყავს?
- დომფალ ჩვენს უბანში საიდან გაჩნდი?
თუმცა ეტყობოდათ რომ მისგან პასუხს არც ელოდნენ და პასუხის მაგიერ მათივე სიცილი ისმოდა, ჩემს გვერდით მჯდომი ქალი კი დუმდა…
რძის სუნი უკვე შემაწუხებელი ხდებოდა ჩემთვის, მით უფრო რომ რძეს ბავშვობიდან ვერ ვიტანდი, ახლა კი ამ ვიღაც ქუჩის მაწანწალას გამო იძულებული ვიყავი ამ სურნელში გამეტარებინა რამდენიმე წუთი, თვითონ მას არც საკუთარი სუნი აწუხებდა და არც გარშემომყოფთა ქილიკი თავისთვის იჯდა თავჩაქინდრული თითქოს ამ სამყაროს არც ეკუთვნოდა,
-უსამართლობაა ესეთი ადამიანები რომ იბადებიან!...-გავიფიქრე და ამ აუტანელი სუნიდან თავის დასაღწევად ადგილის შეცვლა გადავწყვიტე,
-თუ შეიძლება გამატარეთ!- მკაცრი ტონით მივმართე ჩემს გვერდით მჯდომს, ის არ განძრეულა თითქოს არც გაუგონია ჩემი ნათქვამი
-გამატარეთ!-აუწიე ხმას, ყველამ გაიცინა, ამ ხმამ თითქოს გამოარკვია და ამომხედა
-გნებავთ რამე?- მკითხა ძონძებში გახვეულმა, სახედანაოჭებულმა და კბილებ ჩაცვენილმა ქალმა და თვალი თვალში გამიყარა, მხოლოდ ის შევძელი რომ ჩემს ადგილას უსიტყვოდ დავჯექი,

&&&&

კოკისპირულად წვიმდა როდესაც უნივერსიტეტიდან გამოვედი და ავტო სადგომისაკენ გავეშურე, წვიმას ყველა გაეფანტა და ამ ხმაურში სამარისებული სიჩუმე იდგა, მხოლოდ გრძელ სკამზე ჩამომჯდარი გოგონა ვიღაცას ელოდა….. ის თითქოს წვიმას ვერც გრძნობდა
-შევძლებ თქვენ დახმარებას?- ვკითხე როდესაც მივუახლოვდი,
-ვერა!- მითხრა მოჭრილი პასუხი და თავისი ლურჯი თვალები მომანათა და მე მისმა მზერამ დამატყვევა, ვიგრძენი როგორ ამიჩქარდა გული და როგორ გამეყინა ძარღვებში სისხლი, ეს იყო რაღაც ამოუცნობი მდგომარეობა რომელმაც თბილ ჟრუანტელად დამიარა მთელ სხეულში,
-იქნებ სახლამდე მიგიყვანოთ!- შევთავაზე
-გმადლობთ! ნახვამდის!- მითხრა და სწრაფად შებრუნდა, მისი შავი გრძელი და წვიმისაგან გალუმპული თმები კი სახეზე მომეფინა  და იასამნის სასიამოვნო სურნელი შემაგრძნობინა,
-მაპატიეთ!- მითხრა აღელვებით და გამშორდა, დავრჩი მარტო წვიმით გარემოცული და აღტაცებით შევცქეროდი ჩემ წინ მიმავალ პატარა ქალს რომელმაც იასამნის სურნელი და გულში ტკივილნარევი სითბო დამიტოვა,

ჩვენი მეორე შეხვედრა უკვე ლექტორისა და სტუდენტის ამპლუაში მოხდა,,,, ის მეორე კურსის სტუდენტი იყო,,, მიძნელდებოდა მის ჯგუფში შესვლა, მაგრამ ამავე დროს საოცრად ბედნიერი ვიყავი რადგან მას ვხედავდი და მისი თმების იასამნის სურნელს ვგრძნობდი. ის კი არ გავდა სხვა გოგოებს რომლებიც ლექტორებისთვის თავის მოსაწონებლად აქტიურობდნენ, იჯდა თავისთვის და მშვიდად მისმენდა, ვგრძნობდი რომ თვალსაც მარიდებდა…

არასოდეს დამავიწყდება მისი შეშინებული და დამფრთხალი სახე გამოცდაზე, მისი აკანკალებული ხმა და ჩურჩულით ჩაბარებული საკითხები, შემდეგ გაღიმება. ვგრძნობდი როგორ დღითიდღე იკავებდა ჩემს გულში ადგილს მაგრამ ვცდილობდი ამ გრძნობას გავქცეოდი არ მინდოდა ჩემი გრძნობა სტუდენტისა და ლექტორის ბანალურ სიყვარულს დამსგავსებოდა, მაგრამ გაქცევა ამაო იყო და ერთ წვიმიან დღეს ქუჩაში დავიჭირე ღრმად ჩავხედე თვალებში და პატარა ბავშვივით წავილუღლუღე
--- ანანო მიყვარხარ!
არასოდეს დამავიწყდება მისი თვალებიდან წამოსული ცრემლების ზღვა, ვერ მივხვდი რა დავაშავე,
-რამე გაწყენინე?-ვკითხე დაბნეულმა
-ნუთუ მე მოგეცით ამის თქმის საბაბი?- მკითხა დარცხვენილმა.
- ჩვენმა სიყვარულმა!- ვუთხარი ამაყად.
-რა ლამაზი სიტყვაა „ჩვენ“ თუმცა რამდენიც არ უნდა ვიოცნებო ის რეალობად არ იქცევა- მითხრა და შებრუნდა.
დავიბენი
-თუ შენი სურვილი იქნება ეგ რეალობაა!-ვუთხარი და მაგრად დაუჭირე ხელი.
შემობრუნდა დამფრთხალი შველივით გულზე მომეკრა. იმ წუთას უბედნიერესი ადამიანი ვიყავი რადგან მის იასამნის სურნელს ვგრძნობდი  ჩემს მკლავებში.
- ვიცი ეს თამაშია მაგრამ მე ძალა არ მაქ წინააღმდეგობა გაგიწიო, აგყვები თამაშში ჩემი ნებით,-მითხრა მშვიდად და ასე ვიქეცი ქვეყანაზე უბედნიერეს კაცად.
          ჩემთვის სამყარო მხოლოდ ფერად ფერებში  იხატებოდა და დღითიდღე ლამაზდებოდა, თუმცა ეს ურთიერთობაც ჩვენი საიდუმლო იყო, ვერ ვაღიარე რომ ჩემი სტუდენტი შემიყვარდა, ეს ხომ ჩემ პრინციპს ეწინააღმდეგებოდა და არც ანანო უმხელდა ჩვენზე სხვებს, ეტყობა მეც მისი პრინციპების რღვევაში ვიღებდი მონაწილეობას, თუმცა იდუმალი სიყვარული უფრო და უფრო ამაღლებული ხდებოდა. მერე იყო მოწვევა საზღვარგარეთიდან, შანსი რომ არ რეალობას მოვწყვეტოდით, მე წავედი, წავედი და ზუსტად ვიცოდი რომ აქ დიდი სიყვარული დავტოვე რომელსაც რამდენიმე  თვეში ჩემს ნაწილად ვაქცევდი.....
თუმცა ერთ დღესაც ანანოს კვალი საბოლოოდ დავკარგე......
„თამაში დასრულდა, მის ცხოვრებაში ალბათ ვინმე ახალგაზრდა მომხიბვლელი  არსება გამოჩნდა და მეც საბოლოოდ დამივიწყა“- ვუთხარი ჩემ თავს და მისი ძებნა არც მიფიქრია.

........

ეხლა კი ჩემს წინ არა უფრო სწორედ გვერდით იჯდა და ...... და არც არაფერი არ ვიცოდი საუბარი როგორ უნდა დამეწყო.
ალბათ პირველი ის მოვიდა გონს, ან არც მოსულა, წამოდგა
-გააჩერე!...-თითქმის უყვირა მძღოლს
-დომფალ! სად მიგეჩქარება?- ჩაიცინა ვიღაცამ
-ეტყობა, პაემანზე აგვიანდება!- ატყდა საერთო ხარხარი.
დომფალამ  დატოვა ავტობუსი
-უზრდელები ხართ! მიუბრუნდი ჩემ გვერდით მყოფთ და სასწრაფოდ ჩავხტი  ტრანსპორტიდან ისე რომ ჩემი ბარგი არც გამხსენებია
-ანანო!- ვეძახდი ის კი თითქოს გარბოდა,
საშინლად წვიმდა
მივსდევდი  ქალს და ვფიქრობდი როგორ შეეძლო ცხოვრებას 10 წელში ესე შეეცვა ჩემი საყვარელი არსება. ბოლოს როგორც იქნა დავეწიე ხელი წავავლე და ჩემდა უნებურად გულში მაგრად ჩავიკარი. მე ვეღარ ვგრძნობდი რძის სუნს ის ჩემი სიყვარული იყო და არ მინდოდა გამეშვა. მთელი ძალით ვიკრავდი მკერდში.
მერე ვიგრძენი რომ გამიძალიანდა, ჩემი ხელებიდან თავი დაიხსნა ცას ახედა
ელვა გრგვინავდა და მრისხანებდა, ცაზე წითელი ხაზები ერთმანეთის მიყოლებით ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ
- დაგინახავს სილამაზე ელვაში?.... ხო ვიცი არასოდეს! მე კი წლებია მხოლოდ მას ვუყურებ...., ის მე მგავს..... კარგად დააკვირდი და გამიხსენე!...
- ანანო!... მიცანი?
- სიტყვები ყველაფერს აფუჭებს
- არაფერი გინდა მითხრა?
- მშია და ხაჭაპურს ვერ მიყიდი?- მითხრა მშვიდად
- ვინ ვარ მე?- ხელი წავავლე და გულთან მივიტანე.
- ხაჭაპური მიყიდე ! მითხრა მშვიდად და სახაჭაპურისკენ  გაიშვირა ხელი.
ალბათ შია!- გავიფიქრე და მეც იქეთ გავეშურე, შემეძლო ისიც შემეყვანა მაგრამ მარტო შესვლა ვარჩიე, ალბათ იმიტომ რომ შემრცხვა, ხო მის გვერდით გავლა შემრცხვა,
როდესაც ორი ხაჭაპურით ხელში გამოვედი ის აღარსად იყო. გამქრალიყო, ბევრი ვირბინე და ვეძებე მაგრამ ამაოდ, ჩამოვჯექი ხაჭაურებით ხელში და დიდხანს შევცქეროდი ცას, რომელსაც წითელი ხაზები სერავდნენ, აი მაშინ კი დავინახე სილამაზე ელვაში. „რატომ მოიქცა ასე? მიცნო და შერცხვა? იქნებ ვერც მიცნო და უბრალოდ შიოდა? თუ შიოდა რატომ წავიდა? იქნებ უცებ გავახსენდი? ან არც გავახსენდი?“- აი კითხვები რომელიც იმ დღიდან თან დამდევს, და ვეძებ პასუხებს ამ კითხვებზე და ვეძებ ჩემს ანანოს, რომელიც იმ დღის შემდეგ ნაცნობ ადგილებს აღარ გაკარებია... და გთხოვთ ყველას:  ქუჩაში კბილებჩაცვენილ ,სახედანაოჭებულ ქალს თუ დაინახავთ რომელსაც რძის სუნი ასდის არ დასცინოთ, არ აიგდოთ, არ შეგძულდეთ, თქვენ ხომ ადრე მას არ იცნობდით ის ჩემი ანანოა, ჩემია და გთხოვთ მაპოვნინოთ….

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები