ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ს.შკადარევიჩი
ჟანრი: პოეზია
5 ნოემბერი, 2018


* * *

ჩემი ბავშვობიდან,
შენი ანარეკლი მოსჩანს,

თოვლივით დნებიან ადამიანები და
ლამისაა სიბერეში შეიჭრას მარტი.

ხელი სისხლივით დასჭირდებათ
გამოსაწვდენად,
სისხლი ფულისთვის,
არყისათვის, მათხოვრებისთვის,

და რა თქმა უნდა, სასიცოცხლოდ,
გადასარჩენად.

გადასარჩენად, ლექსებს წერენ,
მე რომ მომკითხო და
ამ ლექსებში, დეპრესია
ამოსარჩევად.

შენ, რა თქმა უნდა
სიყვარულზე წერ და

ბავშვობიდან მთვარე გამოგყავს,

ოცნებებიდან - ვარსკვლავები.
ზღვებიდან სუნთქავ.

ყელს გიკოცნიან, რომ არ გამოგჭრან.

და რჩები ყველა წიგნების უკან.

ხო, მერე მაინც გულაღმა წვები და
მერე მაინც ხმამაღლა სუნთქავ.

რომ შენს ანარეკლს ჩემი ბავშობა
ულამაზებდა გზა და ბილიკებს,

ჩვენ გავიზარდეთ,
ჩვენ გავიზარდეთ,

იდგა და ცვლიდა სახის მიმიკებს.

გვირილებიან მთა და მდელოზე,

არ დაგელოდე.
არ დაგელოდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები