ნაწარმოებები


პოეტ გიო ლომიძის ( გილო ) ლექსების კრებულის წარდგინება     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *         * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
5 ნოემბერი, 2018


შენი ცოლი გოგოს გაგიჩენს

უკვე ორი დღეა ვწევარ და
აღარ  გიცდი
არასდროს მოხვალ ჩემს სახლთანაც კი,
ეს უკვე ვიცი,
რომ შენი მოსვლა, ჩამოჯდომა
ჩემ  სარეცელთან უადგილოა
აღარ დაგახრჩობს ჩემი ცრემლები
აღარ  შეგზღუდავს  ტანზე სამოსი
და
ჩემსავით ჟანგბადნაკლიანი,
არ გაგაცივებს  ბებერი  ქარი.


აღარ მინდოდა მე შენი ნახვა...
თითზე გადახვეული ძაფივით
შემაწუხებდი
მომიჭერდი
სისხლს  ჩამიქცევდი,
მერე სისხლის წვეთებს
გულზე დამამჩნევდი.  .  .

ჩემი ოთახიდან გზას არ გასცქერიან
ჩემი ოთახიდან გარეთ არ გადიან
ჭუჭრუტანებიც დავხურე წუხელ
ყველა ქსელი ობობასავით ავახვიე
შენი კვალი წავშალე და
მოვრეცხე ...
შენი ადგილიც აღარაა, უკვე შევივსეთ


მე გავაჩინე ...
შენზე დარდისგან  ვიმშობიარე
ვაჟი გამიჩნდა, მერე ვაჟი  და ისევ ქალი
მზესავით ვიცვლი ფერად სარტყელს
შეციებულ ხეებსაც  გავუხმე და
ავაძრე კანი.

უადგილოა შენი მოსვლა
დახურე კარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები