ნაწარმოებები


პოეტ გიო ლომიძის ( გილო ) ლექსების კრებულის წარდგინება     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *         * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
6 ნოემბერი, 2018


გ ა რ წ მ უ ნ ე ბ ცდები

ჩემში ზღვასავით აიფოფრა მთელი ფიქრები,
საავდრო ღრუბლებს ჩაუვლია შავი ხელები.

ჩემი თვალები აუკლია ბობოქარ მოთქმას
ვნებათა ღელვას განწირულ ხმით შემოვევლები.

ცდები, თავიდან არაფერი აღარ იწყება
ვხვდები, მე მინდა ახლა შენი გადავიწყება.

უკუნი ღამე იყეფება ავი ძაღლივით
ლამისა ძეწნებს დააცალოს ქარმა ტოტები.

დაგვიანებულ სტუმარივით არ ვნატრობ ახლა
შენს გამოჩენას, ვით სიზმარი წარსული გახდა.

დიახ , ნამდვილად, რაც მთავრდება აღარ იწყება
და მეც მომინდა სწორედ შენი გადავიწყება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები