ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
7 ნოემბერი, 2018


მინდა ვუმღერო მე ჩემს აფხაზებს

ზღვა ისე ღელავს დიოსკურიის,
რომ კიდევ დიდხანს არ დამშვიდდება.
მაწვალებს მისი ნახვის სურვილი,
სოხუმის ჩრდილში ყოფნა მინდება.

მინდა ვუმღერო მე ჩემს აფხაზებს
და სიყვარულის სანთლად ავენთო.
ვიდრე ვარსებობთ ამ ქვეყანაზე,
არ მსურს ვიცხოვროთ უერთმანეთოდ.

იუდას ვერცხლი ღმერთმა გვაშოროს,
მჯერა: მოხდება დიდი შეკრება.
ჩვენ ერთი ცა გვაქვს, ერთი სამშობლო
და მომავალიც ერთი გვექნება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები