ნაწარმოებები


პოეტ გიო ლომიძის ( გილო ) ლექსების კრებულის წარდგინება     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *         * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
8 ნოემბერი, 2018


Emily Dickinson - As by the dead we love to sit (88)

ემილი დიკინსონი - გარშემო ჯდომით წესს აღვასრულებთ (88)

გარშემო ჯდომით წესს აღვასრულებთ -
გვეძვირფასება საოცრად მკვდრები,
ვებღაუჭებით ჩვენგან წასულებს,
თუმცა ცოცხლები ყველა გვყავს გვერდით.

დამახინჯებულ სათვალავებით
მცდარად მივიჩნევთ ჯილდოს ვეებად,
გაუმაძღარი ჩვენი თვალების
მიხედვით დიდად მოგვეჩვენება!

8 ნოემბერი, 2018 წ.



Emily Dickinson - As by the dead we love to sit (88)

As by the dead we love to sit,
Become so wondrous dear —
As for the lost we grapple
Tho' all the rest are here —

In broken mathematics
We estimate our prize
Vast — in its fading ration
To our penurious eyes!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები