ნაწარმოებები



ავტორი: ფე
ჟანრი: პროზა
11 ნოემბერი, 2018


ავტობუსში გაგონილი, როდესაც სოფელში მივდიოდი!


_რა გაყიდე ნარგიზა?
_ინდოური_
_რავა?
_25 ლარად
_ტყულა უნდათ ყორფელი_
_ბრინჯი ვიყიდე, ვერმიშელი,მაკარონი, შაქარი, ზეთი...
_რა ენაღვლება ჩვენს მთავრობას!
_ჩამოუკიდებია ბესელიას ძეწკვი_
_ხუთი ძეწკვი_
_რა აქვთ მეტი საქმე!
_მე ძეწკვი კი არა, რო ვდგები უთენია საქმე თავისით დამარბენიებს ზეით_ ქვეით...
_სა წევიდა მძღოლი ამდენ ხანს, დევიწვი აღარ შემიძლია.
_შემძვრალი იქნება საღაცა_
_ შენ, ერთი კილო კარტოფილის და პამიდორიზა იყავი ქუთაისში?
_აბა ,ვინ მომცემდა?
__ვინ მოგცემდა და ბოსტანი_
_რაც დავთესე, არაფერი არ ამევიდა_
_შოთას აქვს კაი თესლები_
_აღარ უვარგა მაგას თესლები_
_რა არის ახლა ხარისხიანი?
_საზამთრო არ ჭამოთო, ნესვი არ ჭამოთო...
_ბალახი ვჭამო?
_სააკაშვილის დროს ხო ჭამდით გოჭებს?
_ახლა პოლიტიკა არ გევიგონო აქანაო _ჩააფრინდა მძღოლი"რულს"_
_დეისუსეთ ყველაო_
ასე დასუსულები გაგვაქროლა სოფლისაკენ.
_ნაციონალები და ოცნება განიხილეთ არჩევნებზეო_
იცის მძღოლმა საქმე!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები