 | ავტორი: დევი ჟანრი: პოეზია 12 ნოემბერი, 2018 |
ჩვენ - ჩვენს სივრცეში, ვდგავართ და ვდუმვართ, მე და შენ, როგორც შეშა და ნავთი, თვალს თუ შევავლებთ ერთმანეთს, მხოლოდ, ჩვენ - ჩვენი მოცემულობის ხათრით. არ დაგვზარდება გაღებას კარის, ღუმელი, როგორც სითბოს მჭედელი, მაგრამ უჩვენოდ ისიც მდუმარებს, - ლითონის ცივი, ოთხი კედელი. არ ვიუცხოვებთ ვნების ნაპერწკალს, როცა ერთმანეთს გადაგვყრის ბედი, კანონზომიერს ავყვებით წვას და უკან დაგვრჩება ზღვა მოსახედი. კი, დასრულდება ჩვენი ამბავიც, სხვანაირად ხომ ალბათ არ ხდება, ცაში გაჰყვება ფარფატა ნისლებს, ეს სიზმარივით წვა და ნათება. გარდაუვალი კვდომის პლანეტას, პასუხს ვერ მოვთხოვთ, მუდმივს ნუ ელი, ჩემის და შენის გარდამქმნელს ჩვენად, ვალაპარაკოთ მხოლოდ ღუმელი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. გმადლობ, განთიადელო :) გმადლობ, განთიადელო :)
8. კარგი ლექსი ცოტა კომენტარით კარგი ლექსი ცოტა კომენტარით
7. მადლობა, მუხა. :) მადლობა, მუხა. :)
5. ულიანოვებს ჩვენთან არაფერი ესაქმებათ, ხანძარს გააჩენენ. :))) მადლობა. ულიანოვებს ჩვენთან არაფერი ესაქმებათ, ხანძარს გააჩენენ. :))) მადლობა.
4. შეშას და ნავთს ისიც ჭირდება ვალიკო ულიანოვმა რომ თქვა :) თუ მიხეილ ულიანოვმა :)
არაა ცუდი ლექსი, მაგრამ 4-ზე მეტს ვერ დავწერ, ისიც ჭყინტი ყველის და ჭინჭრაქას ხათრით :)
შეშას და ნავთს ისიც ჭირდება ვალიკო ულიანოვმა რომ თქვა :) თუ მიხეილ ულიანოვმა :)
არაა ცუდი ლექსი, მაგრამ 4-ზე მეტს ვერ დავწერ, ისიც ჭყინტი ყველის და ჭინჭრაქას ხათრით :)
3. არაუშავს, გამოუშვი, როცა მოგიწევს :) არაუშავს, გამოუშვი, როცა მოგიწევს :)
2. აუუუ მე გამოვაქვეყნე უკვე გუშინ და ღუმელი სულ ამომივარდა დღის წესრიგიდან.. :( რას გვიშვება რადიტორები :( აუუუ მე გამოვაქვეყნე უკვე გუშინ და ღუმელი სულ ამომივარდა დღის წესრიგიდან.. :( რას გვიშვება რადიტორები :(
1. აბა, წავიდა ლექსები ღუმელზე, იმედია არ დაგავიწყდათ კონკურსი :) აბა, წავიდა ლექსები ღუმელზე, იმედია არ დაგავიწყდათ კონკურსი :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|