ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დღლოფინიჩი
ჟანრი: პროზა
13 ნოემბერი, 2018


ნია, ან ნოი, ნიუც შეიძლება....(გაგრძელება)

Cogito ergo sum? … R.decart



ერთხელ დილით, როცა გრეგორ ზამზამ შფოთიანი სიზმრების შემდეგ გამოიღვიძა, აღმოაჩინა, რომ თავის საწოლში რაღაც საშინელ მწერად ქცეულიყო… ნიას ან ნოის, თუნდაც ნიუს არანაირი კავშირი არ აქვს არც გრეგორ ზამზასთან და არც კაფკასთან, მითუმეტეს წაკითხულიც კი არ აქვს კაფკას შედევრი, მაგრამ რაც მას დაემართა ზამზასეული გარდასახვის გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს…

ნიას გრეგორისმაგვარი შფოთიანი და სიზმრებით დახუნძლული ღამე ჰქონდა, მაგრამ როგორც ყოველთვის ვერცერთი სიზმარი ვერ დაიმახსოვრა და ვერ აღიდგინა, ძალიან ბევრი ცდის მერე… მას შემდეგ რაც  ყველაფერი გააცნობიერა თუ რა ბედნიერება/უბედურება დაატყდა თავს…

ორშაბათი….სიზმრები უცნაური…. დილით რაღაც აქამდე უცნობმა წინათგრძნობამ გამოაღვიძა…. ადგომა არ დაზარებია, თითქოს ყველაფერი სხვანაირად იყო, არც შიშის, არც უნდობლობის და არც უმეცრების სუნი აღარ შემოდიოდა ქუჩიდან ფანჯარაში….მერე რა რომ დაკეტილი იყო ფანჯარა….ეს სუნი პატარა სულ მცირე მიკროსკოპულ ნასვრეტებშიც ატანს და შემდეგ მთელი სხეულს ედება მეტასტაზივით…. თითქოს გარეთ აღარც ,,ბნელოდა“… ის სიბნელე რომელიც მთელი ცხოვრება თან სდევდა ნიუს თითქოს მზის სხივებს შეესრუტათ და ორმაგი სიძლიერით ეჯახებოდნენ , აივანზე ნახევრად ტიტველ და ხელში ყავამომარჯვებულ და ჩახმახზე შეყენებულ ნოის სახეში… ეს ის დღე არ იყო როგორიც უნდა ყოფილიყო, მითუმეტეს დილის 8 საათია… შამანების მუსიკის ნაცვლად ბებიამისის დროინდელ გრამაფონში შუბერტის  სერენადა ,,ჩააწვეთა“… არ ახსოვდა ეს გრამაფონი საიდან გაჩნდა მასთან.. ამდენ ხანს რატომ ვერ  ამჩნევდა… თითქოს სერენადას პირველად უსმენდა სული ისე აევსო, მისთვის უკვე ძაან მივიწყებული გრძნობების ასორტით, როგორც 2 პროცენტიანი სასიკვდილოდ გამეტებული ტელეფონის ელემენტი აივსებოდა ხარბად… ელექტროენერგიაზე დაწაფებული… რაღაც ისე არ არის როგორც უნდა იყოს… ხოარ მოკვდა? ეს თუ სამოთხეა მგონი არუნდა ჩანდეს ცუდი… ყავა, შუბერტი, სახლი, სიჩუმე….მაგრამ ნიუს სამოთხეში რაუნდა, მას საინტერესო ადამიანებთად კონტაქტი ურჩევნია, ამიტომაც მკაცრად აქვს გაწერილი თავისი გეგმები თუ როგორ უნდა მოხვდეს ჯოჯოხეთში… დაიწვას და დაიდაგოს ჰიტლერთან, რიშელიესთან… ფროიდთან, ნიცშესა  და სხვა ზეკაცებთან ერთად… ჯოჯოხეთს კი არ გავს აქაურობა, სახლი ისევ ისეთივეა როგორც გუშინ დატოვა, მაგრამ თითქოს უფრო ნათელი და ცოცხალია.. სიცოცხლის სუნია, ან სულაც ეჩვენება … აბა საიდან უნდა იცოდეს ნიუმ სიცოცხლის სუნი,იგი ხომ მკვდრების გარემოცვაში დაიბადა და გახრწნილი ადამიანების გარემოცვაში გაიზარდა, გაუხრწნელად…  ქვეცნობიერად კი ხვდება რომ ეს ის სუნია რომელიც არასდროს ჩაუშვია დიაფრაგმაში…დალევით დალია კი, მაგრამ სადარის ნაბახუსევი… რატომ არ არის ცუდად….

ტაბლეტები არ ჩანს/არუნდა/სადარის…არციცის…არახსოვს… ლექცია…. 11….საათი…. მე-4-ე კურსი… პროკოფიევის აბდაუბდა ლექცია… წასვლა არ ეზარება….პირიქით თითქოს დიდიხანია არ ყოფილა უნივერსიტეტში და ენატრება კიდეც… არა ყველაფერი ან ძაან ცუდადაა, ან გაგიჟდა… ყველა ადამიანს ყავს ორეული სადღაც დედამიწაზე?!… არა ეს ისევ ის ნიუ უნდა იყოს რომელმაც გუშინ ძლივს მიაგნო საწოლს… მაგრამ რაღაც ისე არ არის…… ,,ავტობუსს“ ძლივს მიუსწრო… ნოი ყოველთვის 15 წუთით ადრე გადიოდა სახლიდან, ადამიანების შესასწავლად… მაგრამ არც ადამიანების ფორმები და სულიერი მდგომარეობა  აინტერესებს და ავტობუსმაც კინაღამ უკან მოიტოვა… ყურსასმენების წამოღება დაავიწყდა… კიდევ ერთი აბსურდი.. მეტროში არჩავიდა, გულმა არ გაუწია, მისი ცხოვრების ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილზე თქვა ამ ნათელ/სავსე/უცნაურ/ალოგიკურ დღეს უარი…. ფეხით გაისეირნა ზიგფრიდპაულენდის ქუჩამდე… 12 ის 5 წუთი… პირველი დაგვიანება 4 წლის განმავლობაში… კურსელები და პრკოფიევი ისე გამოიყურებიან, როგორც არასდროს…. 4 წელი ამათთან ერთად გაატარა?… ვინ არის ეს ხალხი … უღიმიან? ნუთუ შეიძლება ამ სამყაროში ადამიანმა-ადამიანს გაუღიმოს? გულწრფელად… მოუტყუებლად? …

სტანისლავსკის მეთოდის კრიტიკა …. ვითომ ხომ გადაცვეთილი თემაა, მაგრამ თითქოს პირველად ესმის სტანისლავსკიც და მისი მეთოდებიც… გამარჯობა ნია? უნივერსიტეტის ეზოში სინათლე გამოჩნდა… ის სინათლე, რომელსაც ნოი ამდენი ხნის განმავლობაში დაეძებდა ყველგან: მეტროში, მიკროავტობუსში, მიტოვებულ სახლებში, ტყეში, ტუალეტში, მაგრამ რომ დაენახა შეიძლება ვერც ეცნო,, რომ გეკითხა ვერ აღწერდა, ან როგორ უნდა აღეწერა ის ხომ მხოლოდ  ერთხელ ჰქონდა ნანახი სულ მცირე ხნით, მაგრამ საკმარისი ხნით იმისთვის რომ განცდა დაემახსოვრებინა, მაგრამ მხოლოდ განცდის დამახსოვრებით და დეჟავიუში გასვლით ამ სინათლეს დღისით მზისით ვერ იცნობ, უბრალო მოკვდავი….მაგრამ იცნო, ისეთივე იყო როგორიც მაშინ, შეიძლება უფრო კაშკაშაც…. ვინარის ეს გოგონა, საიდან იცის მისი სახელი, რატომ ვერ ცნობს…

საუბარი…გახსენება….გასეირნება… სახლი….ყავა… პაზოლინი…. მამა რომა…. და მნათობი გოგონა ლი?ლე?ლა? …. განა შეიძლება ერთ ღამეში ამდენი რამე ასე უეცრად შეიცვალოს ადამიანის ცხოვრებაში, მისდა ჩაურევლად… ადამიანი მართლაც ფატალურად უძლურია მასზე მაღლა მდგომი ყოვლისშემძლე იდუმალი ძალების წინაშე!!!….  მამა რომა ზუსტად ისე დამთავრდა როგორც წინათ…როგორც იმის წინათ… და კიდე დამთავრდება ….. პაზოლინი კი ცოცხლობს ინერციით…უკვე მნათობი გოგონას ლი?ლე?ლა? -ს… გონებაშიც… ფელინი? არა გვიანია… 12 საათი… დამშვიდობება….ჩახუტება?…… კარები დაიხურა…. რკინის კარები ჰქონია….. 2 საათი უმოძრაოდ დივანზე ,,გაშოტილი“…. .ადამიანური… დილის 8საათისდროინდელი იდუმალი, სულიერი ელემენტი თითქოს 30%ზეა… კათარზისი? სიცრუე? სიზმარი? რეალობა?……3საათი…4.საათი…5საათი…ტელეფონის ზარი…. გისმენთ….დიახ….          რატომ?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები