ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
5 იანვარი, 2019


ათლარიანი

ათი ლარია კაცის  ცხოვრება ,
ძნელი არაა  ათი ლარი რომ
იშოვო კაცმა და  ვინმემ არ თქვას:
,,ეგ ათი  ლარის  მათხოვარიო,,
ამ ათი ლარით მოდის სამარხვო
ორცხობილები,ნუშის  ნამცხვარი.
ამ ათი ლარით შევძლებ, ვანახო
ძმაკაცს  ყანები დაუფარცხავი.
ამ ათი ლარით  წავალ  ტყიბულში,
მეტროში  ოცჯერ ჩავალ –ამოვალ.
თუკი მარტო  ხარ კაცი, ცხოვრება,
თითქოს,  არც  ისე  სავალალოა.
მაგრამ გავიდა  დრო და  ათ ლარად,
როცა  მყავს  უკვე  ცოლი ,შვილები-
საქართველოში  ვხვდები  მართლა  რა
ჯოჯოხეთია  თავის გატანა.
მერე  ის უკვირთ,რატომ  გარბიან,
ამ ხალხს რად ხიბლავს  შორი  კანადა,
ტანზე რომ  ღორის  თავი  აბია,
გამოვა  ვიღაც  ჭორიკანა და
იტყვის- ზარმაცი  არის  ქართველი.
ეს რა ხიბლი აქვს  მაღალ ტრიბუნებს.
შეხვდება -ღამეს ხელში  სანთელით,
გვერდს  სავარძელში  გადაიბრუნებს.
ახია,შენზე  ჩემო  ქვეყანავ,
ეს გაჩუმება,მართალი  არი:
ვერც  გაიღვიძებ ,სანამ  ერთიც კი
შვილი დაგიდის  ათლარიანი!























კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები