ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი
ჟანრი: პროზა
17 ნოემბერი, 2018


პლაცებოს ეფექტი #2

პლაცებოს ეფექტი #2

აქლემი ლავას ჭამს და ეგვიპტელებს გველეშაპივით აფურთხებს ცეცხლს! თავი 7D-ში მგონია,მხოლოდ მე და ჩემი ჩუმი მატარებელი ვუყურებთ სანახაობას,პარტერიდან არა,ისეთი ადგილოდან რომლის სახელი აღარ მახსოვს დამავიწყდა რატომღაც...
ცუდი ადგილია,აღარ მომწონს,აქ არც დაისია და არც გვირილები,ისინი რაც ადამიანად მაგრძნობინებს თავს ხშირ შემთხვევაში,წყალობას ველოდები,რატომღაც უფრო მეფისტოფელისგან,ველის ყვავილივით(აპრილს როგორც ელოდება)...არ ჩანს.
აქ დრო არ არის,არც კუთხე და არც რაიმე ფიგურა,ფაზლებად რომ ავეწყო,რა უნიათობაა...
აქა-იქ ვხედავ სიცარიელეს და ეს ჩემგან განსხვავებით მოსწონს ჩემს ჩუმ მატარებელს,ნამდვილი სადისტია...
წყრთებებზე მოჩანს ყველაფერი ანუ არაფერი,იდუმალების გრძნობასაც კი არ მიღვიძებს...
აქლემი დაიხრჩო ცარიელ კუზში მდგარი ლავის გამონაბოლქვით!
ჩვენ გადავრჩით...ალილუია

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები