ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
18 ნოემბერი, 2018


გ ა უ წ ვ რ თ ნ ე ლ ი სინანული ს უ ლ ი ს

სცვივა სულს, წკინტოლწკინტოლ მოსავსებით
ცხოვრების გაუწვრთვნელი სინანული.
ცვილივით მინავლებულ ბჟუტვიდან ჩანს
დღეები ბინდბუნდიან წინარეთი.
ვიბან სულს, ცივ ნოემბრის წვიმებივით,
ლამაზად შემწიფებულ ფოთლებივით,
მდუმარე, ჰო, თანსითბოგამოყოლილ,
გულიდან წამოსული მდინარეთი.
ტკივილის სულიერის მიმართებით
მოვსინჯე, მოვირგებდი, აქაც შევცდი,
საფლავში,სულით ვეღარ ვიმართები.
სადა ხართ , სად გამიქრით, როგორ ჩაქრით
ახ, აქეთ, ჩემო ციცქნა მნათობლებო,
ვითომ გზას, მონდომებით მინათებდით.
დამპირდით, შემამკობდით დიადემით,
სულს ტკბილი საუბრებით მიამებდით.
მაგრამ აქ, არაფერი აღარ დამხვდა,
დამჭკნარი  ვარდებიღა, ქარს რომ უხმობს
და სულიც, სრულ ავსილა ფილაქნებით.
მოვხატე ჩემი სული მაინც კიდევ
ვეცადე ხელოვნური მინანქრებით,
ფიქრები შერაცხადი ფირალები,
გამექცნენ, შეეფარნენ უსიერ ტყეს.
სცვივა სულს წკინტოლწკინტოლ შეუწყვეტლად
ცხოვრების გაუწვრთნელი სინანული.
სანატრელს ვერაფერი ესადაგა
რჩებიან მიუსაფარს, განლაგებით,
სულს  ქვებიც, ფილაქნებიც, მინანქრებიც.
გრიგალმა ნაცარტუტად მომიქცია,
რასაც კი მონდომებით ვალაგებდი.

წკინტოლწკინტოლ- წვეთწვეთად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები