ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
21 ნოემბერი, 2018


მ ძ ა ხ ვ ე ლ ს, რომ ჩ ა მ ო კ ე ნ კ ა ვ ს

ა ქ ა ც..

აქაც თეთრი გვირილები,
აქაც ველის ყვავილი,
მოვა მალე გაზაფხული
სევდაც რჩება ჩავლილი,
არა, მას, რაც არ გვახარებს,
არა, რაც სულს არ კვებავს,
გაზაფხულის ჟინჟლვა მიყვარს
მძახვლებს რომ ჩამოკენკავს.
ხეს შერჩენილ ხმელა ფოთლებს
ქარი რომ ჩამორეკავს,
მარტის მზე და ოხშივარი
ტყესაც რომ გამონეკრავს.
მერე თეთრი გვირილები,
ჩემი თეთრი ტყემლებიც,
შენ გვირილებს მოაგროვებ,
მე თავს შემოგევლებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები