 | ავტორი: დევი ჟანრი: პოეზია 22 ნოემბერი, 2018 |
პატრიოტიზმი - რთული სიტყვაა ჩემთვის, ლექსისთვის თემა - დაუძლეველი, რადგან სამშობლო ვერ იქნება მხოლოდ ტყე-ველი, ან, ადამიანი - ზეციური თუ მიწიერი, ამის მიღმა კი არც თუ ფართო თვალსაწიერით, მე ჩემს წილ მიწას ჩაკირული, ცოდნამშიერი, ვდგავარ, ვუმზერ, და რასაც ვხედავ სწორედ ის მიყვარს. ორ კორპუსის შუა გამავალი გზა და ფანრები, ვარ აქ, ამ გზაზე მიმავალთა მაყურებელი. მოვალე ვარ რომ მიყვარდეს: ამ მარშრუტს გამობმული ტაქსის მძღოლები, მათი მგზავრების ამ ცხოვრებით გადაღლილი დღენი, თვალები, სქესდაკარგული, თმაშეჭრილი, მოუვლელი დედაკაცები და რუტინითვე წელგამწყდარი, კბილნაკლული და უღიმილო მათი კაცები. რა შემიძლია? - დავითვალო გაზაფხულები, მკერდზე მივიკრა : „ ვყიდი“, ვცვლი“ , „ ქირა“, შინაარსის განცხადებები, ან შევირგო და შევიფერო ჩემზე ამოტვიფრული გული, წარწერა: ნინა, მიყვარხარ! ავიტანო უპატრონო, თუ პატრონიანი ცხოველების ფეკალიები, ხანდახან ფრანი შევიჯახო სასიყვარულო, ძირითადად კი ვიდგე, ფერადი ცელოფნებით, საახალწლო ნაძვისხესავით ჭრელი, მორთული. მთავარია დიდხანს და მყარად მეჭიროს ჩემი ხმელი ტოტები, რომ ქარისაგან შეწუხებული, მობუზული, გზად მიმავალი ადამიანი არ დავაზიანო, აი ჩემი მწირი პატრიოტიზმი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მადლობა ჩუმ შემფასებლებს :) მადლობა ჩუმ შემფასებლებს :)
3. განთიადელო, მუხა, გმადლობთ. განთიადელო, მუხა, გმადლობთ.
2. ბოლოში რომ ჩავედი და მივხვდი, ამას ყველაფერს ხე ამბობდა, ხელმეორედ წავიკითხე და ძალიან მაგარ ლექსად აღვიქვი. ბოლოში რომ ჩავედი და მივხვდი, ამას ყველაფერს ხე ამბობდა, ხელმეორედ წავიკითხე და ძალიან მაგარ ლექსად აღვიქვი.
1. ტკივილის მზიდავი ლექსია. ალალი, მართალი. მომეწონა ტკივილის მზიდავი ლექსია. ალალი, მართალი. მომეწონა
|
|
მონაცემები არ არის |
|
|