ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელ.არეთა
ჟანრი: პოეზია
23 ნოემბერი, 2018


შენ უკვდავი ხარ ენდიმიონ!

ენდიმიონ...შენ უკვდავი ხარ და ცაში გძინავს.
ჰო ენდიმიონ,სელენე ვარ მე,როგორც მთვარე.
გთხოვ სილამაზევ გაიღვიძე ძალიან მცივა,
რა უაზროა ჩემი თხოვნა...არ ახელ თვალებს.

და შვილთა'შვილო ღვთაებათა,
შეგიპყრო ძილმა,
როს მაგ დახუჭულ წამწამებსაც ღმერთები სცავენ,
მე შენს ღრუბლებთან ვიპარები,
სიცოცხლეს გწირავ,
შენ კი ზევსისგან მოცემულ ძილს არ არღვევ მაინც...

რა უაზროა სიყვარული,წარსულზე მძიმე...
მე როგორც მწუხრით შემოსილ ქალს ყოველდღე მკლავენ,
ვაპნევ ზეცაზე სხვის ნაჩუქარ ვარსკვლავა მძივებს,
გთხოვ ნუ დაუთმობ ჩემს სხეულსაც ჰადესის მკლავებს...

მხრებსაც მიმძიმებს უშენობა,
კვლავ ცრემლთა წვიმა...
დღეს საუკუნოდ იწელება ყოველი წამი,
მე ხომ იგივე აღარა ვარ რაც წლების წინათ.
შენი სულიდან წამოსული სხივები მწვავენ.


პ/ს მოკლე შინაარსს დავურთავ,გაუგებარი რომ არიყოს,რადგან ეს ამბავი რამდენიმე დღის წინ გავიგე და მომინდა საკუთარ გრძნობებზე, ამ მითოლოგიური ამბავის მიხედვით დამეწერა

ენდიმიონი-ულამაზესი ბიჭი(მამაკაცი)რომელიც თქმულების მიხედვით ზევსმა სილამაზის გამო ცაში წაიყვანა და უკვდავებისთვის,მას სამუდამო ძილი მისცა,არსებობს კიდევ ერთი მითი მის შესახებ,ენდიმიონმა თავად სთხოვა ღმერთებს უკვდავება და მათ ეს სურვილი შეუსრულეს სამუდამო დაძინების სანაცვლოდ.სელენეს (მთვარის ქალღმერთს)ენდიმიონი ძალიან შეუყვარდა და ცაზე მოგზაურობისას თავის ეტლს გააჩერებდა ხოლმე და მძინარე ენდიმიონის სილამაზით ტკბებოდა,მითის მიხედვით,სელენეს (მთვარეს)ამის გამო მიეცა ნაღვლიანი და მწუხარე სახე...
გადავწყვიტე ეს პატარა უცნაურად ლამაზი მოკლე ისტორია,ლექსში საკუთარი გრძნობების გადმოსაცემად კარგი ვარიანტი იქნებოდა...
და ჰო კიდევ
ჰადესი-ნიშნავს სულების მბრძანებელს,მიწისქვეშეთის მეუფეა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები