ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი
ჟანრი: პროზა
27 ნოემბერი, 2018


პლაცებოს ეფექტი #3


ჩუმმა მატარებელმა ხმა ამოიღო... თუმცა მუდამ ჩემი საწინააღმდეგოა,დამღალა უკვე,არადა ალბათ კაი ხანი გავიდა იქ სადაც დროა,ჩვენთან ვერც კი ვგრძნობ,მხოლოდ ჩემი სიტყვები მესმის(მისას ყურსაც კი არ ვათხოვებ ხოლმე)
დიდი გვირილის ხე დავინახე,რონელსაც ფუტკრისთავა და ყანჩისტანა არსებები ეხვიენ გარს და მიირთმევდნენ რასამე სისაძაგლეს,სიმლაშის სუნი აქ მოდიოდა რამოდენიმე ინჩზე(ნეტავი ჩემი ჩუმი მატარებელი ამყრალებულიყო)...
სოკოსთავა ჯარისკაცები კი შხამიანი ისრებით იცავდნენ ხეს,იქამდე სანამ ბოლო კავალერისტიც არ მოკლეს უცნაურად საზიზღარმა მონსტრებმა...
დაეცა გვირილა და გლობუსივით დიდი ყვითელი რგოლი გადმოუვარდა მუცლიდან! ჩვენსკენ მოემართებოდა(მე მცხელოდა,მას სციოდა) და კარგს არაფერს გვიქადდა,რომ არა ქვიდან გამომძვრალი ჭიანჭველათა რაზმი,1000ობით კი არა მთელი ერთეულები! ნარჩევი სპარტელებივით! დაგვიდგნენ და შეაჩერეს მოძრავი სფერო...
მადლობა მათ მეთაურა გადავუხადეთ და მანაც საჩუქრად გადმოგვცა მათი მეთაურის ოჯახის ფოტო,რომელიც გამთენიისას ყინულზე გავყინეთ რომ გავყინულიყავით,ისედაც ცხელოდა,რა გვექნა აბა უმადურებს?
ამოვიღე ბიბლია და ჩემს ჩუმ მატარებელს წავუკითხე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები