ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
27 ნოემბერი, 2018


რექვიემი პირველი

.

ზიხარ ფანჯარასთან
გაჰყურებ ცას და -
მორღვევია ღრუბელი...

და ფიქრობ,  ამადაც არ ღირდა _
ეს დღე და წუთი და საათი,
ეს კვირა, ეს თვე და ეს რიცხვიც...

რეცხავს შემოდგომის ამინდი
ფოთლებს. ტროტუარზე გადაფენს...

ხოლო ნოემბერი-ატაშე
ზამთრის,  მოსასვლელი სიცივის,
ქუჩაში შიშველ და გაფშეკილ
ჭადრებთან
ბებრულად  იცინის.

გლოვაა - გამხმარი ტოტები!
და ალბათ  მოკვდება ოთახის მცენარეც,
დარჩება  მარტოდენ
დამსკდარი კედელი,
და  ცალი რიკული
მონგრეულ ვერანდის,
რომელიც ჩემსავით ვერაფრით,
ვერაფრით,
ვერაფრით,
ვერაფრით,
ქუჩაში ვერ გადის!


2018. 27 ნოემბერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები