ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
2 დეკემბერი, 2018


სველი ლექსი



ძალიან ძნელია იმ სახლში მიხვიდე,
რომელშიც ცხოვრობდი და გაასხვისე..
განსაკუთრებით მაშინ,
როცა შლიან შენს კვალს - ანუ სარემონტო სამუშაოებია.
ჩამოხეულია შპალერი,
რომელზეც,ერთდროს,
გულები მივახატეთ...
მე ერთხელ გავბედე შესვლა და ვინანე...
ამიტომ მირჩევნია  ვიდგე მიცკევიჩზე  წვიმაში,
ვუყურებდე კუთხის  სადარბაზოს, ვილუმპებოდე და წარმოვიდგინო,
რომ უბრალოდ,
გასაღები დავკარგე.

2018. 16.11. 13:15.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები