ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
30 ნოემბერი, 2018


ოდესმე

ოდესმე გადავიღებ
მე შენთან სურათს.
მერე დიდხანს ...
დიდხანს
მისი თვალიერების დროს
ცხვირზე წამოცმული სათვალით
შევხედავ ჩემს  ბევრ ნაოჭს
არა მარტო  თვალთან
ყელთანაც.
უშენოდ  დაღლილ მკლავებზეც
და უშენოდ დათვლილ დღეებზედაც
ვიფიქრებ  ძალიან ბევრს
და არავისი შემრცხვება, რომ
მხოლოდ შენ მიყვარდი...
ეს იქნება ჩემი ბოლო ფოტო
საფლავის ქვაზე დასახატი
უშენოდ....




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები