ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
4 დეკემბერი, 2018


Emily Dickinson - It was too late for Man (623)

ემილი დიკინსონი - მოკვდავს შეწევნა სულ ეჩქარება (623)

მოკვდავს შეწევნა სულ ეჩქარება,
ღვთის განჩინებით - ჯერ არის ადრე,
კაციშვილი ვერ დაგვეხმარება -
მარტოდენ ლოცვა გვრჩება დამხმარედ!

რა საკვირველად განგვეცხადება
ზეცა, მიწისგან შორს მყოფთ, მიღმეთში
და რა პურადი მოჩანს ხატება 
მაშინ ძველთაძველ მეზობლის - ღმერთის!


4 დეკემბერი, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება, 2018 წ.



Emily Dickinson - It was too late for Man (623)

It was too late for Man —
But early, yet, for God —
Creation — impotent to help —
But prayer — remained — Our Side —

How excellent the Heaven —
When Earth cannot be had —
How hospitable — then — the face
Of our Old Neighbor — God —

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები