ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თიბათვე.
ჟანრი: პოეზია
5 დეკემბერი, 2018


* * * შენ გაიცინებ ...

შენ გაიცინებ...
მე გეტყვი რომ კვლავ პატარა ვარ
გოგო,  რომელიც შენს სიცილზე ისევ ვიბნევი.
გაგეპრანჭები,
შეგიყვარებ, თავს შეგაყვარებ.
ხელს ჩამჭიდებ და მეც უსიტყვოდ აგედევნები.

შენ გაიცინებ...
დამაბრალებ - ვერ გავიზარდე,
რადგან ოცნებებს ვერ ველევი, ასე ძალიან
ვებღაუჭები იმ სამყაროს,  სადაც მე და შენ...
მხოლოდ მე და შენ, და ტკივილთა ეშაფოტია.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები