ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ელენე96
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
7 დეკემბერი, 2018


წერილი შვილს

                                              გიორგი ანთაძის ცრემლშეშრობილი მონატრება
    შვილო! 7 დეკემბერი შენი და ჩემი სიცოცხლის დასასრულის დღეა; შენს შემდეგ მე ცოცხალი აღარ მქვია, ერთ წელს თუ გა
ვძლებდი არ მეგონა და 18 წელი გადის ჩვენი დაშორებიდან. შენზე მწარე ფიქრებში მიღამდება და მითენდება დღეები, ჩემი სიცოცხლეს მონატრებულო შვილო გიორგი.
    არაჩვეულებრივი იყავი შენი ცხოვრებით ღმერთისგან შემკობილი; 28 წლისამ დაასრულე შენი ლამაზი სიცოცხლე. წახვედი და კარგი სახელ დატოვე აქ და მაქ წაიყოლე დიდებით შემკული მარადული სახელი. ვინც კი გიცნობდა ყველა  კარგი მოგონებებით გიხსენებს დღესაც და ეს მაცოცხლებს მე, ამას თუ სიცოცხლე ქვია. ღმერთი მაძლევს დიდ მოთმინებას და ღმერთზე ვარ დიდი პრობლემით მინდობილი. და შენ შვილო როგორ მპატიობ მაქედან როცა მიჭირს, შენი სულიერი თვალი ყვეაფერს ხედავს და რამდენჯერ გადამარჩინე სიკვდილს;  ზოგი ცოცხალი ადამიანი ვერ გააკეთებდა იმას რასაც შენ აკეთებ მაქედან; ღმერთთან სასუფეველში ხარ და ავედრებ ჩემს სიცოცხლეს, როცა ცუდად ვარ.  შენი გარდაცვალების შემდეგ სიზმარში გნახულობდნენ შენი მეგობრები. მითხრეს გიორგი ვნახე სიზმარში ქაშვეთის ეკლესიასთან შემხვდაო, თეთრებში იყო ჩაცმული კარგად ვარო, წმინდანად შემრაცხეს და ყოველ შაბათს აქ ვარ წირვაზეო და მეც მივედი რამოდენჯერმე, მაგრამ ჩემი სიცოცხლის თვალი ვერაფერს ხედავდა. აქედან გამომდინარე გასაგებია რომ უფალთან ხარ ახლოს შვილო. შენი გარდაცვალეის შემდეგ ღმერთმა ხორცი გული რკინის გულით შემიცვალა, რომ ამეტანა ეს უბედურება და ახლაც ხორციელ თვალთან სულიერი თვალიც ჩამისვა და ყველაფერს ვხედავ და სულისწმინდაც მოავლინა ჩემზე, რომელიც გვერდში მიდგას და მეხმარება ყველაფერში და რეებს მაკეთებინებს და მაცოცხლებს. ღმერთმა მტერიც სემაყვარა და გულით ვლოცულობ მათზე. ასე რომ, რასაც ღმერთი ბიბლიით გველაპარაკება, რომელიც სიცოცხლე პურია, ვასრულებ და ამიტომაცაა რომ ღმერთით ვარ ცოცხალი...
    ღმერთმა ნათელსი ამყოფოს შენი უკვდავი სული. ყველას გვენატრები დედა მერი, შვილი ოჯახით, ახობლები და მეგობრები...



        მერი ბებო, დღეს გიორგის სასაფლაოდან მომავალი მარტო შევნიშნეთ, მას სახლამდე წაყვანე შევთავაზეთ. ის შავი სამოსით იყო შემოსილი და სახე, ძალიან დიდი დარდით ჰქონდა დაფარული. განა როგორია,  დედისთვის შვილი ადრე მიდიოდეს. არა მე არ ვიცი. თუმცა მე დღეს ეს, სრულიად უცხო ადმიანში ამოვიკითხე. სანამ მანქანა დაიძრა, მერი ბებო სდუმდა არ იცოდა რა ეთქვა, რადგან რამოდენიმე წუთის წინ, დაასრულა შვილთან საუბარი...  ხანმოკლე სიჩუმის შემდეგ, თავად თქვა, რომ შვილი დაკარგა 18 წლის წინ. მასზე ძალიან ბევრი რამ გვიამბო. გვიამბო რომ ის წარმატებული სტუდენდი მამა და შვილი იყო. მეგობრებისთვის სამაგალითო და მზრუნველი. მერი ბებო დარწუნებულია რომ ის მას მუდამ გვერდში  უდგას და ეხმარება... წასვლამდე თავისი ხელით, დაწერილი წერი გამომიწოდა და მითხრა წაიკითხეო, უცებ ჩანთიდან სურათი ამოიღო,  ეტყობოდა რო სულ თან ატარებს და როგორ არ უნდა ატარებდეს...  სურათი ამოიღო და ამაყად ამბობდა ის ძალიან კარგი ადამინი იყო. წერილის ბოლომდე გადაკითხვა ვერ მოვასწარი რადგან ჩვენი შეხვედრაა დაახლოებით 10 წუთს შეადგენდა და გადავწყვიტე სურათი გადამეღო. სახლში როცა დავბრუნდი, არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა მისთვის, რომ უბრალოდ შემემსუმბუქებინა ტკივილია. ალბათ ვერაფერს ვერ ვიზამდი. საუბარში თქვა რო ეს წერილი უნდოდა ,,კვირის ალიტრაში'' გამოექვეყნებინა მე კი გადავწყვიტე აქ თქვენთვის გამეზიარებინა. ქალის გაუსაძლესი ტკივილი, რომელსაც შვილის დაკარგვა ჰქვია. იმ 10 წუთის განმავლობაში, ძალიან ბევრი ისაუბრა წერილის საკმაოდ დიდია, მაგრამ რადგან წერილის გაგრძელება ოჯახის პირადულ თემებთან იყო დაკავშირებული, საჭიროდ აღარ ჩავთვალე ის გამომექვეყნებინა... მერი ბებო ეხლა 85 წლისაა და ბედნიერი, რადგან გიორგი უკვე ანგელოზია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები