ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: პოეზია
7 დეკემბერი, 2018


ჰოდა, ასე!

არასდროს ტყუის ჩემი სიზმარი.
შენ ხარ!
მაგრამ როგორც ვარსკვლავი დღისით,
სუნთქავ და სუნთქვას ახშობს მანძილი,
ამბობ და მე სხვა რამეს ვგულისხმობ,
არ ემთხვევა ჩვენი აზრები,
გეგმები,
იმედები,
თუ მუსიკალური გემოვნება.
ხომ გეუბნები,
არასდროს ტყუის ჩემი სიზმარი
და ზუსტად ვიცი რა და როგორ.

წერენ, ამბობენ,
იგონებენ ათასგვარ ტყუილს:
ყველანი ჩვენს თავს
თითონვე ვქმნითო ყოველდღიურად,
დააფასეო შენი თავი და დაგაფასებენ!
შეიყვარეო და შეგიყვარებენ.
აქ მოუხდება შორისდებული,
ფიე! ვიშ! ან აჰ! ან ეჰ!
ვინაიდან,
სინამდვილეში სხვები მძერწავენ,
სინამდვილეში იმდენი ვღირვარ,
როგორც  დამაფასებენ,
ვაჭრობას თითქმის აზრი არ აქვს,
ან აქვს დროებით
და ეს უფრო ამაზრზენია.
სიყვარულით კი
მასაც აღარ ვუყვარვარ
ვისაც უნდა ვუყვარდე,
და სანამ ვინმეს შევიყვარებ,
კარგად უნდა გავზომო ჩემი თავი,
ვჯდები ჩარჩოში?
ვაკმაყოფილებ გემოვნებას,
ან სხვა კრიტერიუმებს?
ჰოდა, ასე !

აბა დაფიქრდი,
მიშველის ახლა თვითშეფასების ამაღლება?
ააა! არა?
მეც მაგას ვამბობ და ჩემი სიზმარიც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები