ნაწარმოებები



ავტორი: რ_____ო_____ი
ჟანრი: პოეზია
7 დეკემბერი, 2018


* * *

გეტყვი, ერთგვარად ამოუცნობს და განუჭვრეტელს,
ჯერ არმოგონილ სტიქიასთან ასე ფარდობითს,
ძალგიძს რომ სრულად დამიტბორო ყველა უჯრედი
და შემოღობო ჩემი სული როგორც ფართობი,
რაზეც ღამ-ღამე უსაძირკვლო ლექსებს ვაშენებ
და მაგონდება ვერცხლის ღელე, თეთრი მერცხლები,
ჩვენი ბავშვობა ფოთლისფერი მინდვრის გარშემო,
ღამის კოცონი, ადუღება სისხლის - ცეცხლივით...
ჭინჭრის ზამთარი, ჩაყოლილი თოვათა მარხილს,
მეზობლის ბალღი ფეხშიშველა, სველი ბარტყები,
დილა - მშვიდობით, დღე - იმედით, სოფელი - ხალხით,
სხვენი - ხორაგით, მე - შენით და ცა - ცისარტყელით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  SALVADOR ვულოცავთ დაბადების დღეს