ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: იუმორისტული
10 დეკემბერი, 2018


არჩევანი

აქ ფართობი  სამი - ექვსზე,
ჰაიკუს ჰგავს მისი ზომა...
წყურვილს კონვენციურ ლექსის
მიკლავს ამ სივრცეში დგომა.
ოთხივ კუთხით მაცივარი,
საყინულე ვებერთელა,
ვის დასცდება საჩივარი
აქ რითმებს თუ ვერ მოვთელავ?!
„კამფორებსაც“ ჩამოვთვლიდი,
გამწოვს,
ფრიწურს,
აირღუმელს,
მაგრამ მუზებისთვის ფლიდი
სივრცეა და ენდონ რომელს?
ჯვარედინ რითმაში ჯდება
თითქმის ყველა სიტყვა აქ და
მაინც...
უფანჯრო სივრცეში
შთაგონება თუ დამაკლდა!
ერთი პატარა სარკმელი,
მის მიღმა კი ხის კენწერო,
ყოფილიყო,
თუნდაც ხმელი,
მოსდებოდა ღრუბელს წვერო.
არც ამინდი არის ცხადი,
თუნდაც მასზე რომ დავწერო.
მზისგან იყოს ეს სიცხე და
ნურც დამიამებდა ჩერო.
დისციპლინას და სიმშვიდეს
საჭიროდაც კი მივიჩნევ!
მაგრამ ლექსებს, არც თუ მშვიდებს,
ლექსებს თავისუფალს ვირჩევ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები