ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
11 დეკემბერი, 2018


Emily Dickinson - My friend attacks my friend! (118)

ემილი დიკინონი - ჩხუბი მოუხდა ჩემს ორ მეგობარს! (118)

ჩხუბი მოუხდა ჩემს ორ მეგობარს!
მათი სიანჩხლე როცა არ დაცხრა -
მეც გადავიქეც მერე მეომრად
და საპასუხოდ ამიგდეს მასხრად!

ეს არე ბრძოლის ველს როგორ მოჰგავს!
რომ მქონებოდა მძლავრი ქვემეხი,
მუსრს გავავლებდი ადამის მოდგმას
და დავთვრებოდი დიდების ხვეჭით!

11 დეკემბერი, 2018 წ.



¬Emily Dickinson - My friend attacks my friend! (118)

My friend attacks my friend!
Oh Battle picturesque!
Then I turn Soldier too,
And he turns Satirist!

How martial is this place!
Had I a mighty gun
I think I'd shoot the human race
And then to glory run!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები