ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=0

ავტორი: არმენ არუთინოვი
ჟანრი: პოეზია
23 დეკემბერი, 2018


Requiem

ჩემს უმნიშვნელო არსებობას ნუთუ ეს აკლდა,
ვეღარ მეწერა, ვერ მეცხოვრა, ვერ მყვარებოდა,
მარტოკაცობით გათოშილი, მისული სახლთან
მე კარებიდან  ვოცნებობდი მიკარებაზე.

დღეს არაფერი გამოვძერწე არაფრისაგან
და ჰორიზონტის პალიტრიდან ვშლიდი ნაპირებს,
გარდაცვალებას მომავლისთვის გადავინახავ,
უფრო აზრიან ცხოვრებასაც ვეღარ ვაპირებ.

ფილტვებს ეხვევა ტყვიასავით მძიმე ჰაერი,
ვით შობა ღამეს უიმედო ყინვა მათხოვარს,
სამყაროს სული, უსასრულოდ ნაირნაირი
დაუმადლებლად შეასრულებს გამოსათხოვარს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები