ნაწარმოებები



ავტორი: კოზეტ ფოშლევანი.
ჟანრი: საბავშვო
26 დეკემბერი, 2018


დათოვლილი დილა

ნამქერმა შეაღწია
დრუნჩა დათვის ბუნაგს,
ფიფქი სიხარულისგან
ტრიალებს და ბრუნავს.

იბუზება ტოტზე
ერთი ციდა ჩიტი,
ბუხრის კვამლი მაღლა
ცისკენ ზანტად მიდის.

გაარღვია ცუგამ 
ის მეჩხერი ღობეც
ბებომ თვალი შეასწრო
მიაყოლებს ჯოხებს.

რას ეძებს და ყნოსავს
ამ ღუნღულა კომლში?
კურდღელი რომც გამოჩნდეს
ემალება თოვლში.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები