ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
27 დეკემბერი, 2018


ქ ა ჯ–მ უ ჯ ნ ი

ალათასა ბალათასა
ხელი ჩავყავ კალათასა,
იქითაით რაც ამამყვა
შენც კი იცი ჩემზე კარგად.
გამიცვალე გაგიცვალე
პური მომე მადლიც თანა
ასე ვლიქნე, გემეგობრე
ვერ ამოხსენ გამოცანა,
ვის სჭირდება ეგ სიჩუმე
და ან კიდე სიჩაუქე
ტკბილი სიტყვა რად გენანვის
სხვათ თუ რაიმ არ შაუქე,
არ შაირიე ხელი ყველგან
არ გასტეხე თუნდაც უქმე.
კარგი თუ არ მიატოვე
ხანდახანაც თუ არ უმტრე.
მაგრამ თავი გავანებოთ
მაგ საკითხს და გადავიდეთ
გადავხედოთ აქ გარემოს.
ბებომ მითხრა მტერს და დუშმანს
არსად ენდო დანელებულს
არც ადგილებს მიეკარო
დახშულსა და ჩაბნელებულს
მანდ ეშმაკებ იბუდებენ
მიხვალ? უნდა მათ ეხმარო.
იმათ უნდა ემსახურო
არ იფიქრო რამ ეკმაროს.
დარჩე როგორც ხმელი ჯოხი
შენ დღენ იმათ მიალიო
ვერა ჰნახო ეს საწუთრო
მთელ სიცოცხლე მათა ჰკვლიო.
ბოლოს ხელში ბარს მოგცემენ
მოგიზომვენ მიწას ტიალს,
მოთხარეო გიბძანებენ
შენც დაიწყებ ბარბაცს ტრიალს,
ვინ გიშველის? გიცხადებენ
ვინც არ მოთხრის შავ კუპრს მიაქვ
უმჯობესი ის გექნება
ქარს მიგცემენ მიდორს ტრიალს.
ბოლოს მითხრა ბებომ  ოხვრით
რა ყოფილა ნახე ყოფნა?
კაცი უნდა იყოს გონით
მარტო ვერ შველს დედის შობა.
თავიდანავ თუ არ ირჩევ
სწორ გზასა და სწორად სავალს.
გეტყვი შენდა სასიკეთოდ
მე კი იცი მალე წავალ
შენაც მყევხარ სხვებიცა მყავ
და ზეცაში მშვიდად ავალ.
არც საფლავი მომაკლდება
არც ხსოვნა და არცა ნამვა.
სხვა ჭი ღრღნის პატარა გულს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები