ნაწარმოებები



ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
5 იანვარი, 2019


ვინმეს უყვარდე

მზე ჩამოადნა პატარა ქალაქს,
უხმოდ ელავენ ბინდში ვარდები.
მე შენი ნატვრა სათუთად დამაქვს,
თითქოს საცაა, შემიყვარდები.
გაცრეცილ ღრუბლებს აკლია შუქი -
შენი თვალების მშვიდი ნათება.
ვიღაცას ჩემი მოწყენა უკვირს,
თუმცა არ ვიცი, რას მემართლება.
გარეთ კი დიდი, ზორბა სახლები
ზანტად ახელენ თვალებს - დარაბებს,
ასე იწყება დილა, ბავშვები
ურევენ ოთახს, წეწენ კარადებს.
მე მახსენდები
ნახევრად მძინარს
და, ყავით ხელში, გადავხსნი ფარდებს
რა ლამაზია ყოფა და დილა,
თუ შეიძლება
ვინმეს უყვარდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები