დგას დედაჩემი ახლა ქურასთან , დგას ოთახებში სუნი ვანილის, თავზე თავსაფარს დაიხურავს და ღუმელთან ასჯერ მაინც ჩაივლის. და იხედება ხშირად ფანჯრიდან, გველის, წუთის წინ ველაპარაკე. დამტუქსავს-,,რატომ დაიხარჯე,, და წვენებს პარკიდან ამოალაგებს. გავაღებ დედის სახლის მაცივარს, სავსეს ნაცნობი სასუსნავებით. მე და ჩემი ძმა,ორი კაცი ვართ, და შევესევით, როგორც სვავები. მერე კი გაშლის სუფრას იმხელას, თითქოს ხვალიდან ომში მივდივარ. თან საკოცნელად გადმოიხრება, მე ვეუბნები: -დედა,დიდი ვარ! ჩემი შვილები ბაბუს აზიან და მამაჩემიც თავს არ იზოგავს, აშკარად დიდი აქვს ფანტაზია: ხან თხად იქცევა და ხან ბიზონად. -ნეტა, შენ ბოვშებს ,როდის მომასწრებ , გაკიცხავს ჩემ ძმას ,უცოლო კოკოს და ეძებს მთელ ამ მთა და გორაზე კაიგვარიშვილ ხატულა გოგოს. რა თბილი არის ,ო, ეს კედლები, ეს ჟრიამული და ეს აურა. ჩვენი მამაებით,ჩვენი დედებით, ჩვენი შვილებით სავსე ხმაურით!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. გაიხარე, გიო. დიდი ხანია მინდა ამ ყველაფერზე ლექსი დავწერო, მაგრამ ასე კარგად მხოლოდ შენ გამოგდის ყოველდღიურობის პოეზიად ქცევა. გაიხარე, გიო. დიდი ხანია მინდა ამ ყველაფერზე ლექსი დავწერო, მაგრამ ასე კარგად მხოლოდ შენ გამოგდის ყოველდღიურობის პოეზიად ქცევა.
7. ძალიან თბილია და კარგი ძალიან თბილია და კარგი
6. აი, რომ გამათბო, ისეთი ლექსია <3 აი, რომ გამათბო, ისეთი ლექსია <3
5. უჰ, რა კაი თბილი და ღუღუნა ლექსია უჰ, რა კაი თბილი და ღუღუნა ლექსია
4. გადაიღო ფილმი ლექსად თუ ლექსი ფილმად, როგორც არის <3 კოკოს წელია წელს, საფეხბურთო და ეგებ ხატულა გოგოც... :))))))) გადაიღო ფილმი ლექსად თუ ლექსი ფილმად, როგორც არის <3 კოკოს წელია წელს, საფეხბურთო და ეგებ ხატულა გოგოც... :)))))))
3. იხარეთ მრავალ ახალ წელს ! იხარეთ მრავალ ახალ წელს !
2. გაცოცხლდა ახლა ეს სურათი და ცხადად ბევრად უფრო ლამაზი დასანახია :)
+5
ზედვაკელო,წარმატებული წელი თქვენ!
გაცოცხლდა ახლა ეს სურათი და ცხადად ბევრად უფრო ლამაზი დასანახია :)
+5
ზედვაკელო,წარმატებული წელი თქვენ!
1. იხარეთ, გიო, მრავალჟამიერ ! იხარეთ, გიო, მრავალჟამიერ !
|
|
მონაცემები არ არის |
|
|