ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: პოეზია
6 იანვარი, 2019


ატმენაქობის დამდეგს

ატმენაქობის დამდეგს - სასწაულების ღამეს,
ყველა ნატრულობს სადმე გულის სანატრელ რამეს,
შეგთხოვენ - ჯანმრთელობას, ბარაქასა  და ხვასტაგს,
ბედნიერ არსებობას, ოქროს, თუ ფულის დასტას,

დუხჭირ ცხოვრების ბასტას,  იავარყოფას მტრების,
დაჯაბნო ომის ქორი ქვეყნად მშვიდობის მტრედით!
უფალო გთხოვენ რასაც, კაციშვილი ვერ მოსთვლის,
ქვეყნის ერი და ბერი - გამჩენს, შემოქმედს ყოვლის!

გამონაკლისი მათში არც მე ვარ  და ღვთის ტარიგს,
უფალო, გენუკვები, ახდენას ერთი ნატვრის,
თუნდაც ჩემ თვალწინ ვით თქვი: „ცა და ქვეყანა წარხდეს...“
ბოლომდე გადმოცემით, დაუნახავად მწამდე!

6 იანვარი, 2019 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები